ზაფხულის დადგომასთან ერთად, ყველაფერი სტანდარტული უნდა დავივიწყოთ და ფერადი ექსპერიმენტების ჩატარება ვცადოთ. მანიკურის უკვდავ სტილად ქცეული კლასიკური „ფრენჩი“, ყოველთვის ელეგანტური და დახვეწილია, მაგრამ ალბათ დაგვეთანხმებით, რომ ზაფხულის ცხელ დღეებში წარმოსახვა თამამი და ფერადი ექსპერიმენტებისკენ გაგვირბის.
წარმოგიდგენთ განახლებული, მხიარული და ამავდროულად მინიმალისტური „ფრენჩის“ იდეებს, აირჩიეთ თქვენი ფავორიტები და ფოტოინსპირაციებით ჩაეწერეთ რჩეულ ნეილ ბარებში.