სასექსის ჰერცოგების სკანდალური ინტერვიუ ოპრა უინფრისთან წარმოუდგენელი და დაუჯერებელი პირადი დეტალებით იყო სავსე. როგორც ოპრა თიზერში შეგვპირდა, ტაბუდადებული თემა არ არსებობდა და მართლაც, სამეფო ოჯახის ცხოვრებაზე ისეთი საიდუმლო დეტალები მოვისმინეთ, რომლებზეც პრინცესა დიანას შემდეგ არავის უსაუბრია.
წაიკითხეთ, 16 შოკის მომგვრელი ფაქტი, რომელიც ჰარისა და მეგანის ინტერვიუდან შევიტყვეთ.
1
ჰარიმ და მეგანმა ოფიციალურ ცერემონიამდე სამი დღით ადრე, საიდუმლოდ იქორწინეს: „ოფიციალურ ცერემონიამდე სამი დღით ადრე ვიქორწინეთ. ამის შესახებ არავინ იცის. არქიეპისკოპოსს დავურეკეთ და ვუთხარით, რომ რამდენიმე დღეში მთელი მსოფლიოსთვის შოუ უნდა დაგვედგა. მანამდე კი, გვინდოდა, რომ ჩვენი ცხოვრებები ერთმანეთისთვის ფარულად, პირადი ცერემონიის დროს დაგვეკავშირებინა”. წაიკითხეთ ვრცლად

2
მეგანმა გაამხილა, რომ ქეითთან სკანდალურ შელაპარაკებაში უდანაშაულო იყო: ქეით მიდლტონმა მეგანს ბოდიშიც კი მოუხადა: „მე არ გამომიწვევია ქეითის ცრემლები, ყველაფერი პირიქით მოხდა. ქორწილის წინა კვირა ძალიან სტრესული იყო და ქეითი რაღაცაზე გაღიზიანდა. თუმცა, მან შეცდომა აღიარა, ბოდიში მომიხადა და ყვავილები გამომიგზავნა”. წაიკითხეთ ვრცლად

3
ტაბლოიდებმა მეგანის და ქეითის ურთიერთობაზე ტყუილი გაავრცელეს. სამეფო ოჯახის წევრებმა სიმართლე იცოდნენ, თუმცა მეგანის დაცვაზე უარი თქვეს: „ის, რასაც ტაბლოდები ჩემსა და ქეითს შორის მომხდარ ინციდენტზე წერდნენ ტყუილი იყო. ვფიქრობ, სწორედ მაშინ შეიცვალა ყველაფერი”. წაიკითხეთ ვრცლად

4
მეგანმა სამეფო ოჯახს დახმარება სთხოვა და უარი მიიღო: „ავსტრალიის სამეფო ტური დროს, ჩემი მდგომარეობა გაუარესდა. სასახლეს დახმარება რამდენჯერმე ვთხოვე, თუმცა, მათ უარი მითხრეს პრესასთან საუბარზე. არ მომცეს იმის უფლება, რომ საკუთარი თავი ტაბლოიდების ტყუილებისგან დამეცვა”.

5
სამეფო ოჯახმა არჩის პრინცის ტიტული არ მიანიჭა და მის დაცვაზე უარი განაცხადა: „მათ, (სამეფო ოჯახს) არ სურდათ, რომ ჩემი შვილი პრინცი ან პრინცესა ყოფილიყო. შესაბამისად, არჩი ვერ მოახერხებდა სათანადო დაცვის მიღებას. ეს საუბრები აქტიურად მიმდინარეობდა ორსულობის ბოლო თვეებში. თუკი ამბობ, რომ ბავშვის სამეფო ტიტული მისი დაცვის ხარისხს განსაზღვრავს… ჩვენს შვილსაც სჭირდება დაცვა. გასნაკუთრებით მაშინ, როდესაც მედიას ასეთი არაჯანსაღი დამოკიდებულება აქვს მის მიმართ. თუკი, არჩის ტიტული ნიშნავს, რომ ის უფრო დაცული იქნება, მაშინ, რა თქმა უნდა ამას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა”. წაიკითხეთ ვრცლად

6
მეგანის განცხადებით, სამეფო ოჯახი არჩის კანის ფერზე დარდობდა: „არჩი სამეფო ოჯახის ერთადერთი შთამომავალია, რომელსაც შავკანიანი ოჯახის წევრები ჰყავს. ის ასევე ერთადერთი შვილთაშვილია, რომელსაც პრინცის ან პრინცესას ტიტული არ აქვს”. წაიკითხეთ ვრცლად

7
მეგანმა გაამხილა, რომ არჩიზე ორსულად ყოფნის დროს, თავის მოკვლაზე ფიქრობდა: „ცხოვრება აღარ მინდოდა. ღამე არ მეძინა. ვიჯექი და ვფიქრობდი, ვერ ვხვდებოდი რამ გამოიწვია პრესის მხრიდან ასეთი თავდასხმები”. სასახლეში მეგანს პროფესიონალის დახმარებაზე უარი უთხრეს და განუცხადეს, რომ ეს სამეფო ოჯახის იმიჯზე ნეგატიურად იმოქმედებდა.

8
მეგანი და ჰარი გოგონას ელოდებიან: ოპრასთან ინტერვიუში წყვილმა მეორე შვილის სქესზეც ისაუბრა და გაამხილა, რომ პატარა გოგონას ელოდებიან. წაიკითხეთ ვრცლად

9
დედოფალმა სამეფო ოჯახის დატოვების გადაწყვეტილების შესახებ წინასწარ იცოდა: ჰარის და მეგანის განცხადების შემდეგ, გავრცელდა ცნობები, რომ თითქოს, წყვილმა დედოფალი წინასწარ არ გააფრთხილა. როგორც ჰარიმ გვიამბო: „ბებიაჩემს დიდ პატივს ვცემ და ასე არასდროს მოვექცეოდი. სამეფო ოჯახის დატოვების შესახებ განცხადების გავრცელებამდე, რამდენჯერმე პირადად ვესაუბრე მას ჩვენს გეგმებზე”, – პრინცი ჰარი

10
ჰარიმ გაამხილა, რომ სამეფო ოჯახს ტაბლოიდების ეშინია: „სამეფო ოჯახს ეშინია, რომ ტაბლოიდები მათ წინააღმდეგ გაერთიანდებიან. სწორედ ამიტომ, არ იღებენ ხმას რასიზმსა და მეგანის მიმართ უსამართლო მოპყრობაზე. მათ უხილავი შეთანხმება აქვთ – სამეფო ოჯახი ტაბლოიდებს აწვდის ინფორმაციას, სანაცვლოდ, ისინი პოზიტიურად აშუქებენ მათ საქმიანობას”, – პრინცი ჰარი

11
რომ არა მეგანი, ჰარი სამეფო ოჯახის დატოვებას ვერ შეძლებდა: „მე გამომწყვდეული ვიყავი სისტემაში, ისევე, როგორც ჩემი ოჯახის დარჩენილი წევრები არიან. მათ არ აქვთ წასვლის უფლება”, – პრინცი ჰარი

12
სამეფო ოჯახმა ჰარის ყველანაირი ფინანსური დახმარება შეუწყვიტა: „2020 წლის დასაწყისში, ჩემმა ოჯახმა ყველანაირი ფინანსური დახმარება შემიწყვიტა. დამოკიდებული ვიყავი მხოლოდ იმაზე, რაც დედაჩემმა, დიანამ დამიტოვა. თითქოს, ჯერ კიდევ მაშინ იცოდა, რომ მომავალში მისი მხარდაჭერა დამჭირდებოდა”, – პრინცი ჰარი

13
ჰარის და მეგანს დედოფალთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ: მეგანმა ასევე განაცხადა, რომ დედოფალმა გულღიად, თბილად მიიღო და ყოველთვის გრძნობდა მისგან მხარდაჭერას.

14
წყვილის კანადაში გადასვლის შემდეგ, პრინცი ჩარლზი შვილის ზარებს აღარ პასუხობდა: „კანადაში ყოფნის დროს, სამჯერ ვესაუბრე ბებიას და ორჯერ მამას. მას შემდეგ, მამაჩემი ჩემს ზარებს აღარ პასუხობს. არ ესიამოვნა, რომ ჩემი ცხოვრების მართვის სადავეები საკუთარ ხელში ავიღე”, – პრინცი ჰარი

15
ჰარი არც ძმასთან, პრინც უილიამთან ურთიერთობს: „ბევრი მტკივნეული ფაქტი მოხდა. როგორც აქამდე ვთქვი, ძალიან მიყვარს ჩემი ძმა. ჯოჯოხეთი გვაქვს ერთად გამოვლილი. ამ მომენტში, ცხოვრების განსხვავებულ გზებზე ვართ, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ დრო ყველაფრის მკურნალი იქნება”, – პრინცი ჰარი

16
ჰარის განცხადებით, ჩარლზი და უილიამი სამეფო ინსტიტუციაში არიან გამომწყვდეულნი: „მეც მახეში ვიყავი, მაგრამ მეგანის გამოჩენამდე ამას ვერ ვხედავდი. ჩემი ძმა და მამაჩემიც გამომწყვდეულები არიან. ჩემგან გასხვავებით, მათ არ შეუძლიათ სისტემის დატოვება”, – პრინცი ჰარი
