სამხრეთ ლონდონში, სტრეტფორდის სკოლის დატოვების დროს, პრინც უილიამს და ქეით მიდლტონს პაპარაცი წამოეწია და პირდაპირ დაუსვა პრინცს ის კითხვები, რომლებზე პასუხსაც რამდენიმე დღეა ველით. პრინცი ჰარის და მეგან მარკლის სკანდალური ინტერვიუს შემდეგ, სამეფო ოჯახის იმიჯი მნიშვნელოვან დარტყმას განიცდის. მართალია, დედოფალი უკვე გამოეხმაურა ბრალდებებს, თუმცა საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო პრინცი უილიამის აზრის მოსმენაც.
ჰარისა და მეგანის განცხადებით, ბავშვის დაბადებამდე, სამეფო ოჯახის წევრები ბევრს ბჭობდნენ არჩიზე. მათ შორის, მისი კანის ფერზე, ოფიციალურ ტიტულსა და დაცვაზე. „არჩი სამეფო ოჯახის ერთადერთი შთამომავალია, რომელსაც შავკანიანი ოჯახის წევრები ჰყავს. ის ასევე ერთადერთი შვილთაშვილია, რომელსაც პრინცის ან პრინცესას ტიტული არ აქვს”, – ამბობს მეგანი. წაიკითხეთ ვრცლად
ამ განცხადების შემდეგ, ოპრამ პირდაპირ ჰკითხა მეგანს: „შენ ფიქრობ, რომ არჩის პრინცის ტიტული მისი რასის გამო არ აქვს?”, რაზეც მეგანს შემდეგი პასუხი ჰქონდა: „გულწრფელად გიპასუხებ – არჩის დაბადებამდე სერიოზული საუბრები გვქონდა იმაზე, თუ რა იქნებოდა მისი ტიტული, როგორ დაცვას უზრუნველყოფდნენ არჩისთვის და რამდენად მუქი ფერის შეიძლებოდა მისი კანის ფერი ყოფილიყო”.
პრინცი ულიამისა და ჟურნალისტის სპონტანური დიალოგი:
ჟურნალისტი: ინტერვიუს შემდეგ ესაუბრეთ თქვენს ძმას?
პრინცი უილიამი: (უარის მანიშნებელი თავის მოძრაობის შემდეგ) ჯერ არ მისაუბრია, მაგრამ ვაპირებ.
ჟურნალისტი: თუ შეგიძლიათ გვითხრათ, სამეფო ოჯახის წევრები რასისტები არიან?
პრინცი უილიამი: არა ჩვენ არ ვართ რასისტული ოჯახი.
NEW (SOUND ON): The Duke of Cambridge says he has not yet spoken to his brother and that “we are very much not a racist family” as he and the Duchess leave an East London school this morning: pic.twitter.com/gTGmUBH1Kg
— Emily Nash (@emynash) March 11, 2021
რაც შეეხება პრინცების ურთიერთობას, ჰარიმ ამჟამინდელი მდგომარეობა ასე შეაფასა: „ბევრი მტკივნეული ფაქტი მოხდა. როგორც აქამდე ვთქვი, ძალიან მიყვარს ჩემი ძმა. ჯოჯოხეთი გვაქვს ერთად გამოვლილი. ამ მომენტში, ცხოვრების განსხვავებულ გზებზე ვართ, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ დრო ყველაფრის მკურნალი იქნება”, – პრინცი ჰარი. წაიკითხეთ ვრცლად