პრინცი ჰარი ჯეიმს ქორდენის შოუში ვიხილეთ და მის ცხოვრებაში პირველი არაფორმალური ინტერვიუ მოვისმინეთ. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ამ მომენტიდან ჰარის ოფიციალური სამეფო ცხოვრება დასრულებულია. ინტერვიუ საკმაოდ საინტერესო და სახალისო გამოდგა. პრიცმა ჰარიმ ბევრ თემაზე ისაუბრა, მათ შორის, სამეფო ოჯახის შესახებ გადაღებულ სერიალზე, The Crown-ზეც გაგვიზიარა შთაბეჭდილებები.
წაიკითხეთ, სრული ინტერვიუ: პრინცი ჰარი ჯეიმს ქორდენის შოუში: ყველა საუკეთესო, საინტერესო და სახალისო მომენტი
ჯეიმს ქორდენის კითხვაზე, თუ რა აზრის არის პრინცი ჰარი სატელევიზიო შოუ The Crown-ზე, ასეთი პასუხი მივიღეთ: „ეს არ არის ახალი ამბები, გამოგონილია. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ რეალურ მოვლენებზეა დაფუძნებული. ზოგად წარმოდგენას გიქმნის იმაზე, თუ როგორია სამეფო ოჯახში ცხოვრება და რა ზეწოლის ქვეშ უწევთ მის წევრებს ცხოვრება. რა შედეგებამდე შეიძლება მიგიყვანოს იმ რეალობამ, როდესაც მოვალეობები ოჯახზე მაღლა დგება. სერიალში შეგიძლია მიიღო მისი შეთხზული მხარეც, თუმცა ის, რაც ე.წ ახალ ამბებში ქვეყნდება, ყოველთვის სიმართლედ აღიქმება”. – ამბობს ჰარი.

„The Crown-ის ყურებისას უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს, ვიდრე იმ სტატიების კითხვის დროს, რომლებიც ჩემზე და მეგზე იწერება”.
პრინცი ჰარი
ჰარიმ ისიც გაგვიმხილა, თუ რომელი მსახიობი წარმოუდგენია საკუთარი თავის როლში. როგორც აღმოჩნდა, პრინცის ხმა კიდევ ერთ ჟღალთმიან ვარსკვლავს, Homeland-ის დამიენ ლუისს ერგო. ჯეიმს ქორდენმა კი საკუთარი კანდიდატურა უილიამის როლზე წარმოადგინა. რაღა დაგვრჩენია და, დაველოდოთ პრინც ჰარის პერსონაჟის გამოჩენას ყველასთვის ცნობილ სერიალ, The Crown-ში.
© Getty Images © Getty Images