2018 წლის 19 მაისის დილას, მთელი მსოფლიოს თვალები ჰარისა და მეგანის სამეფო ქორწილისკენ იყო მიპყრობილი. პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა წმინდა ჯორჯის სამლოცველოში დაიწერეს ჯვარი. მათი ბედნიერი დღე პირდაპირი ტრანსლაციით გადაიცემოდა მთელ მსოფლიოში.
უპრასთან უპრეცენდენტო ინტერვიუში კი, მეგანმა გაგვიმხილა რომ ეს მაგიური დღე, წყვილისთვის ნამდვილად არ ატარებდა ისეთ მნიშვნელობას, როგორც აქამდე გვეგონა – მათ სამი დღით ადრე, საიდუმლოდ იქორწინეს.

„ოფიციალურ ცერემონიამდე სამი დღით ადრე ვიქორწინეთ. ამის შესახებ არავინ იცის. არქიეპისკოპოსს დავურეკეთ და ვუთხარით, რომ რამდენიმე დღეში მთელი მსოფლიოსთვის შოუ უნდა დაგვედგა. მანამდე კი, გვინდოდა, რომ ჩვენი ცხოვრებები ერთმანეთისთვის ფარულად, პირადი ცერემონიის დროს დაგვეკავშირებინა”.

2018 წლის 16 მაისით დათარიღებული ქორწინების მოწმობა ჰარისა და მეგანის მონტესიტოს სახლში, კედელზე კიდია. მათ, განსაკუთრებული საქორწილო ფიციც მიუძღვნეს ერთმანეთს, რომელიც მხოლოდ ჰარიმ, მეგანმა და არქიეპისკოპოსმა იციან. საიდუმლო ცერემონიას სამეფო ოჯახის სხვა წევრები და მეგანის და ჰარის მეგობრები არ ესწრებოდნენ.