ყველას გემახსოვრებათ, მეგან მარკლის პირველი ოფიციალური სკანდალი სამეფო ოჯახში: ბრიტანულ ტაბლიოდებში ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს, საქორწინო ცერემონიამდე რამდენიმე დღით ადრე, მეყვავილე გოგონების კაბების გამო, მეგანმა ქეითი ცრემლებამდე მიიყვანა. სასექსის და კემბრიჯის ჰერცოგინიას შორის, საოცარი განხეთქილება მოხდა და ყველაფერში დამნაშავე მეგან მარკლი გახლდათ.
ასევე წაიკითხეთ: მეგანის თქმით, სამეფო ოჯახი არჩის კანის ფერზე დარდობდა
მას შემდეგ, დაუსრულებლად საუბრობდნენ ამერიკელი ვარსკვლავის ხასიათზე და სწორედ აქედან დაიბადა მოსაზრება, რომ მეგან მარკლი უხეშად და უპატივცემულოდ ექცეოდა მის გარშემო მყოფ ადამიანებს.

ოპრა უინფრის ინტერვიუში, მეგან მარკლი პირველად საუბრობს ხმამღლა ბრიტანეთის სამეფო ოჯახთან ურთიერთობის გამოცდილებაზე და მოვლენების სწორ ინტერპრეტაციას გვთავაზობს. როგორც აღმოჩნდა, ყველაფერი პირიქით მოხდა – სწორედ ქეითის სიჯიუტე გახდა მეგანის ცრემლების მიზეზი.
„ის, რასაც ტაბლოდები ჩემსა და ქეითს შორის მომხდარ ინციდენტზე წერდნენ ტყუილი იყო. ვფიქრობ, სწორედ მაშინ შეიცვალა ყველაფერი”.
მეგან მარკლი

„მე არ გამომიწვევია ქეითის ცრემლები, ყველაფერი პირიქით მოხდა. ქორწილის წინა კვირა ძალიან სტრესული იყო და ქეითი რაღაცაზე გაღიზიანდა. თუმცა, მან შეცდომა აღიარა, ბოდიშიც მომიხადა და ყვავილები გამომიგზავნა. სწორედ ისე მოიქცა, როგორც მე მოვიქცეოდი, თუკი ვინმეს გულს ვატკენდი”.
„შოკისმომგვრელი კი ის გახლდათ, რომ ქორწილიდან 6-7 თვის შემდეგ, ტაბლოიდებმა ამ ამბის ალტერნატიული ვერსია გაავრცელეს, რომელშიც მე ვიყავი ქეითის წინაშე დამნაშავე. მე ყველანაირად დავიცავი ქეითი და აქამდე ხმა არ ამომიღია ამ ფაქტთან დაკავშირებით.”
„მათი მიზანია, რომ ჩვენ ორისგან გმირი და ბოროტმოქმედი შექმნან”.
მეგანი პრესის მხრიდან ორი ჰერცოგინიას გაჯიბრებაზე

„ჩვენ შორის კონფრონტაცია და დაპირისპირება არ მომხდარა. არ მიმაჩნია სწორად ამ საკითხის უფრო ღრმად განხილვა. ქეითმა ბოდიში მომიხადა და მე მას ვაპატიე. ჩემთვის რთული გადასატანი იყო ის, რომ მე დამადანაშაულეს იმაში, რაშიც ბრალი არ მიმიძღოდა. სამეფო ოჯახში ყველამ იცოდა, რომ ეს ტყუილი იყო. იმედი მაქვს, რომ ქეითსაც ენდომებოდა ამ შეცდომის გამოსწორება. შესაძლოა, როგორც სხვა ყველას, ქეითსაც არ მისცეს პრესასთან საუბრის და მომხდარზე სიმართლის თქმის უფლება. მე ვიცი, რომ ის კარგი ადამიანია”.