ჰარისა და მეგანის სკანდალური, უპრეცენტენტო ინტერვიუ ოპრა უინფრისთან წარმოუდგენელი და დაუჯერებელი პირადი დეტალებით იყო სავსე. ერთ-ერთი მართგანი უდავოდ არის სამეფო ოჯახის რასიზმში დადანაშაულება. მეგანის თქმით, ბავშვის დაბადებამდე, სამეფო ოჯახის წევრები ბევრს ბჭობდნენ არჩიზე. მათ შორის, მისი კანის ფერზე, ოფიციალურ ტიტულსა და დაცვაზე.
„მათ, (სამეფო ოჯახს) არ სურდათ, რომ ჩემი შვილი პრინცი ან პრინცესა ყოფილიყო. შესაბამისად, არჩი ვერ მოახერხებდა სათანადო დაცვის მიღებას. ეს საუბრები აქტიურად მიმდინარეობდა ორსულობის ბოლო თვეებში. თუკი ამბობ, რომ ბავშვის სამეფო ტიტული მისი დაცვის ხარისხს განსაზღვრავს… ჩვენს შვილსაც სჭირდება დაცვა. გასნაკუთრებით მაშინ, როდესაც მედიას ასეთი არაჯანსაღი დამოკიდებულება აქვს მის მიმართ. თუკი, არჩის ტიტული ნიშნავს, რომ ის უფრო დაცული იქნება, მაშინ, რა თქმა უნდა ამას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა”.
„არჩი სამეფო ოჯახის ერთადერთი შთამომავალია, რომელსაც შავკანიანი ოჯახის წევრები ჰყავს. ის ასევე ერთადერთი შვილთაშვილია, რომელსაც პრინცის ან პრინცესას ტიტული არ აქვს”.
მეგან მარკლი
a cute video of archie, harry & meghan! 😭❤️ #OprahMeghanHarry pic.twitter.com/0yAVTLYwQ8
— 𝘢𝘳𝘪𝘴𝘬𝘢 (@meghmarkle) March 8, 2021
ამ განცხადების შემდეგ, ოპრამ პირდაპირ ჰკითხა მეგანს: „შენ ფიქრობ, რომ არჩის პრინცის ტიტული მისი რასის გამო არ აქვს?”, რაზეც მეგანს შემდეგი პასუხი ჰქონდა: „გულწრფელად გიპასუხებ – არჩის დაბადებამდე სერიოზული საუბრები გვქონდა იმაზე, თუ რა იქნებოდა მისი ტიტული, როგორ დაცვას უზრუნველყოფდნენ არჩისთვის და რამდენად მუქი ფერის შეიძლებოდა მისი კანის ფერი ყოფილიყო”.
მეგანმა უარი განაცხადა იმ პირების დასახელებაზე, რომლებსაც სასექსის ჰერცოგებთან ამგვარი რასისტული განხილვები ჰქონდათ. მისი განცხადებით: „სახელების დასახელება მათთვის (სამეფო ოჯახისთვის) დამანგრეველი იქნება”.