სულ რამდენიმე დღის წინ, ცნობილი გახდა რომ მეგან მარკლი ორსულადაა. მისი თაყვანისმცემლები კი ახლა კვლავ მოუთმენლით ელოდებიან საურსულე სტილით მის გამოჩენას. პირველი ორსულობის დროს, იმდროინდელი სასექსის ჰერცოგინია, ყოველთვის ელეგანტურად გამოიყურებოდა. მეგანი ხშირად არჩევანს მინიმალისტურ სილუეტსა და მონოქრომულ სტილზე აკეთებდა. მიუხედავად იმისა, რომ სამეფო ოჯახიდან წამოსვლის შემდეგ, მან სტილი საგრძნობლად შეიცვალა, დღემდე მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილ და გემოვნებიან ქალბატონად ითვლება. ვნახოთ, ყოფილი ჰერცოგინიას საორსულე სტილი.
ასევე ნახეთ: გავლენიანი ქალბატონების საქმიანი საორსულე სტილი

1. მეგანმა დღესასწაულისთვის თეთრი, მონოქრომული სტილი შეარჩია და ის მწვანე დეტალებით გაახალისა. ეს ყოფილი ჰერცოგინიას ერთი მოდური საიდუმლოა: ყოველთვის შეუხამეთ ჩანთა ფეხსაცმელს.
© Getty Images

2. მოროკოში საზაფხულო არდადეგებისთვის მეგანმა ცისფერი, დაუვიწყარი კაბა შეარჩია. კაბის დიზაინი Carolina Herrera-ს ეკუთვნის.
© Getty Images

3. როგორც უკვე ვახსენეთ, მეგანის რჩეული სტილი მონოქრომული სამოსია. ყოფილი ჰერცოგინია არჩევანს ხშირად ბეჟ ტონალობებზე აკეთებს.
© Getty Images

4. კიდევ ერთი, მონოქრომული საორსულე სტილი შედარებით ცივი ამინდებისთვის მეგან მარკლისგან.
© Getty Images

5. Fashion Awards 2018-სთვის მეგანმა საოცრად დახვეწილი, Givenchy-ს შავი ხავერდის კაბა მოირგო.
© Getty Images

6. ავსტრალიაში სეირნობისას ყოფილმა ჰერცოგინიამ საზაფხულო, ტილოს კაბა ყავისფერ სანდლებს შეუხამა.
© Getty Images

7. ვინტაჟურ, ერთი შეხედვით მინიმალისტურ კაბას მეგანმა აქსესუარების საშუალებით შთამბეჭდავი ვიზუალი შესძინა.
© Getty Images

8. მოგეხსენებათ, სამეფო ოჯახის წევრები ჯინსის შარვლებში იშვიათად ჩნდებიან. ამიტომ, როცა ამ იშვიათობის შემსწრენი ვხდებით, ასეთი თავისუფალი და დახვეწილი სტილი მრავალი გოგონას შთაგონების წყარო ხდება.
© Getty Images

9. ტონგაში მოგზაურობისას მეგანმა გაშლილი, თეთრ და მწვანე ფერებში გაწყობილი კაბა-პერანგი მოირგო, რომელსაც იმავე ფერის ქუსლიანი ფეხსაცმელი შეუხამა.
© Getty Images

10. კიდევ ერთი, კაბა-პერანგის მორგების მასტერკლასი მეგან მარკლისგან. ასეთი სტილის კაბებს განსახუთრებით უხდება აწეული ვარცხნილობა.
© Getty Images