როგორც იცით, ვალენტინობის დღეს, პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა ფანებს სიახლე გაუზიარეს – სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია მეორე შვილს ელოდებიან. სასიხარული ამბავი წყვილის პრეს-სამსახურმა გაავრცელა და სიახლეს ულამაზესი პორტრეტი დაურთო, რომელიც ჰარისა და მეგანის ახლო მეგობრის, ფოტოგრაფ მისან ჰარიმანის გადაღებულია.

Madame Tussauds-ის ცვილის ფიგურების სახლი სიახლეს საკმაოდ არაორდინალურად გამოეხმაურა. მეგან მარკლის ცვილის ფიგურას მუცელი დაუმატეს და კენგურუსთან ერთად, ველურ ბუნებაში ფოტოსესია მოაწყვეს. ფანების უმრავლესობას იდეა მოეწონა, თუმცა არიან ისეთებიც, ვინც ამ გადაწყვეტილებას ძალიან უცნაურს და უჩვეულოს უწოდებს.
„სასიხარულო ამბავმა იმდენად აგვაფორიაქა, რომ უკეთესი მილოცვა ვერ მოვიფიქრეთ. კენგურუს კოცნებს ვუგზავნით სამეფო ოჯახს”.
ვკითხულობთ Madame Tussauds-ის ოფიციალურ განცხადებაში

