ივნისის დასაწყისში, ქეით მიდლტონი და პრინცი უილიამი დამსახურებულ ორთვიან შვებულებაში გაემგზავრნენ. კარიბის ზღვის კუნძულებზე გატარებული ზაფხულის შემდეგ, სამეფო წყვილი მხნედ დაუბრუნდა სამეფო ვალდებულებებს და King’s Cup-ის შეჯიბრში მიიღო მონაწილეობა, რომელიც უაიტის სანაპიროებთან დაიწყო. შეჯიბრში ქეითის გუნდმა მოიგო და ჰერცოგინიამ საპატიო ხის კოვზის ჯილდოც დაიმსახურა. რას ეხუმრება ამ ფოტოებში ცოლ-ქმარი ერთმანეთს, თქვენი ფანტაზიისთვის მიგვინდია.



ალბათ ზედმეტი აღნიშვნა არ სჭირდება იმ ფაქტს, თუ რამდენად შეუდარებლად გამოიყურება ქეითი, ჩვენს სათქმელს ეს ფოტოებიც მშვენივრად ამბობენ. როგორც იცით, კემბრიჯის ჰერცოგინია აქტიური და სპორტული ცხოვრების მიმდევარია, რაც უდავოდ აისახება მის ჯანსაღ სხეულზე.



King’s Cup-ის შეჯიბრზე მშობლებს პრინცი ჯორჯი და პრინცესა შარლოტაც გულშემატკივრობდნენ. ამჯერად სამეფო ონავრის სტატუსი შარლოტამ დაიმსახურა, რომელმაც გადაწყვიტა, შეკრებილ საზოგადოებას პრინცესული ხელის დაქნევის ნაცვლად, ენის გამოყოფით მისალმებოდა. რა თქმა უნდა ბავშვებს ყველაფერი ეპატიებათ, მათ შორის სამეფო პროტოკოლის დარღვევაც.
