ოპრა უინფრისთან ჰარისა და მეგანის სკანდალური ინტერვიუ, დაუჯერებელი პირადი დეტალებით იყო სავსე. როგორც ოპრა თიზერში შეგვპირდა, ტაბუდადებული თემა არ არსებობდა და მართლაც, სამეფო ოჯახის ცხოვრებაზე ისეთი საიდუმლო დეტალები მოვისმინეთ, რომლებზეც პრინცესა დიანას შემდეგ არავის უსაუბრია. წაიკითხეთ ვრცლად
მეორე შვილზე ორსულმა მეგანმა ინტერვიუში პატარას სქესიც გაგვიმხილა. როგორც გავიგეთ, მეგანი გოგონას ელოდება და ზაფხულში, არჩი უფროსი ძმა გახდება. ინტერვიუს შემდეგ, წყვილმა ახალი ოჯახური ფოტოც გაგვიზიარა, რომელზეც სრული შემადგენლობით არიან წარმოდგენილები. ორსულ მეგანს არჩი ჰყავს ჩახუტებული, პრინცი ჰარი კი თავის პატარა ოჯახს ზურგს უმაგრებს.

შეგახსენებთ, რომ სასიხარულო სიახლე პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა ფანებს ვალენტინობის დღეს გაუზიარეს. ინფორმაცია წყვილის პრეს-სამსახურმა გაავრცელა და სიახლეს ულამაზესი პორტრეტი დაურთო, რომელიც ჰარისა და მეგანის ახლო მეგობრის, ფოტოგრაფ მისან ჰარიმანის გადაღებულია. ფოტოზე მეგანს თავი ჰარის კალთაში, ხოლო ხელი მუცელზე აქვს მოთავსებული. როგორც გავიგეთ, მას Carolina Herrera-ს მიერ, სპეციალურად ფოტოსთვის შექმნილი კაბა აცვია.
