ინფორმაციამ, რომელიც ჰარიმ და მეგანმა ოპრასთან ინტერვიუში გაუზიარეს მსოფლიოს, სამეფო ოჯახი შოკირებული დატოვა. რასიზმში დადანაშაულება, მეგანის ფიქრი სუიციდზე, დახმარებაზე უარის თქმა და სხვა წარმოუდგენელი დეტალები მოვისმინეთ. ისტორიკოსებმა სასექსის ჰერცოგების ინტერვიუ, ბოლო 85 წლის მანძილზე ყველაზე დიდ სამეფო კრიზისად შეაფასეს, რომელმაც დიანას და ჩარლზის სკანდალებით სავსე უართიერთობაც კი გადაფარა. წაიკითხეთ ვრცლად

პრინცი უილიამის კომენტარი და იმაზე დაკვირვება, თუ როგორ უმკლავდება ორივე მხარე შექმნილ კრიზის, მიგვანიშნებს, რომ ჰარიმ და მეგანმა სამეფო ოჯახის ნდობა დაკარგეს: „იდეალურ სამყაროში, პრინცი უილიამი ძმას დაურეკავდა და პირისპირ გაარკვევდა ურთიერთობას. ახლა, ასე ვეღარ მოიქცევა – არ აქვს გარანტია, რომ მათი პირადი საუბარი პრესაში არ მოხვდება”, – აცხადებს სამეფო ბიოგრაფი. წაიკითხეთ ვრცლად

რაც შეეხება დედოფლის განცდებს, წყაროების თქმით, „ის არა გაბრაზებული, არამედ მომხდარით დანაღვლიანებულია. დედოფალი ყოველთვის განსაკუთრებით დარდობდა ჰარიზე. შვილიშვილის დაცვის ინსტინქტი ძალიან ძლიერია”.
ბაკინგემის სასახლის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში, რომელშიც დედოფალი ელისაბედ II ინტერვიუში გაჟღერებულ ბრალდებებს გამოეხმაურა, ვკითხულობთ: „მთელი ოჯახი დასევდიანებულია იმის გაგებით, თუ რამდენი გამოწვევებით იყო სავსე ბოლო წლები ჰარისთვის და მეგანისთვის.
„ჰარი, მეგანი და არჩი ყოველთვის იღებდნენ და ახლაც მიიღებენ სიყვარულს ჩვენი ოჯახისგან”.

„ჩვენთვის განსაკუთრებით შემაშფოთებელია განცხადებები რასიზმზე. შესაძლოა, კონკრეტული მომენტების მოგონებები არ იყოს ზუსტი თუმცა, სერიოზულად ვეკიდებით საკითხს და ოჯახი პრივატულად მიმართავს ყურადღებას ამ პრობლემაზე”. წაიკითხეთ ვრცლად