ოპრა უინფრისთან ჰარის და მეგანის სკანდალური ინტერვიუს შემდეგ, ბაკინგემის სასახლე ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. დედოფალი ელისაბედ II ინტერვიუში გაჟღერებულ ბრალდებებს ეხმაურება: „მთელი ოჯახი დასევდიანებულია იმის გაგებით, თუ რამდენი გამოწვევებით იყო სავსე ბოლო წლები ჰარისთვის და მეგანისთვის”.
„ჩვენთვის განსაკუთრებით შემაშფოთებელია განცხადებები რასიზმზე. შესაძლოა, კონკრეტული მომენტების მოგონებები არ იყოს ზუსტი თუმცა, სერიოზულად ვეკიდებით საკითხს და ოჯახი პრივატულად მიმართავს ყურადღებას ამ პრობლემაზე”.
„ჰარი, მეგანი და არჩი ყოველთვის იღებდნენ და ახლაც მიიღებენ სიყვარულს ჩვენი ოჯახისგან”.

ჰარისა და მეგანის სკანდალური, უპრეცენტენტო ინტერვიუ ოპრა უინფრისთან წარმოუდგენელი და დაუჯერებელი პირადი დეტალებით იყო სავსე. ერთ-ერთი მართგანი უდავოდ არის სამეფო ოჯახის რასიზმში დადანაშაულება. მეგანის თქმით, ბავშვის დაბადებამდე, სამეფო ოჯახის წევრები ბევრს ბჭობდნენ არჩიზე. მათ შორის, მისი კანის ფერზე, ოფიციალურ ტიტულსა და დაცვაზე. წაიკითხეთ ვრცლად
როგორც ოპრა თიზერში შეგვპირდა, ტაბუდადებული თემა არ არსებობდა და მართლაც, სამეფო ოჯახის ცხოვრებაზე ისეთი საიდუმლო დეტალები მოვისმინეთ, რომლებზეც პრინცესა დიანას შემდეგ არავის უსაუბრია. წაიკითხეთ ვრცლად