ნიკოლოზ ბასილაშვილმა მსოფლიოს მე-13 ჩოგანი, ესპანელი მეტოქე რობერტო ბაუტისტა აგუტი 2 სეტში დაამარცხა და Qatar Open-ის გამარჯვებული გახდა. ფინალში მოსახვედრად, ქართველმა ჩოგბურთელმა ამერიკელ ტეილორ ფრიცს მოუგო. ნიკოლოზმა გავარჯვება ორ სეტში 7-7, 6-3, 6-1 მოახერხა. ჩოგბურთის მოყვარებული უკვე ბჭობენ იმაზე, მოახერხებს თუ არა ქართველი ბასილაშვილი ტოპ ათეულში მოხვედრას? ეს პერსპექტივა ნიკოლოზისთვის შორს ნამდვილად აღარ არის.
„ფრთხილად იყავით, ბასილაშვილი დაბრუნდა! ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელი კვლავ ფორმაშია”.
აცხადებს ერთ-ერთი კომენტატორი
Qatar Open-ზე ნიკოლოზ ბასილაშვილი ასევე ლეგენდარული გამარჯვება მოიპოვა შვეიცარიელ ჩოგბურთელთან, როჯერ ფედერერთან. აღსანიშნავია, რომ როჯერ ფედერერი 405-დღიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა სპორტს და Qatar Open მისი დიდი „Come Back” უნდა ყოფილიყო. ჩოგბურთელები ერთმანეთს 2016 წელს, ავსტრალიის ღია პირველობაზეც დაუპირისპირდნენ. 5 წლის წინ, როჯერმა სამ სეტში აჯობა ნიკას და თამაში ქართველი ჩოგბურთელის მარცხით დასრულდა.