არა ერთხელ გვისაუბრია ცნობილი დედა-შვილების საოცარ მსგავსებებზე. ამჯერად, ჰოლივუდის და-ძმებზე მოგიყვებით. ხშირ შემთხვევაში, პოპულარობას მხოლოდ ერთი მათგანი აღწევს, თუმცა არიან გამონაკლისებიც. ნახეთ, ჩვენი სუპერ 10-ეული, რომელიც დაგარწმუნებთ, რომ გენეტიკა ნამდვილად ყველაფერია.

1
მეგი და ჯეიკ ჯილენჰოლები: ცნობილმა და-ძმამ სამსახიობო კარიერა აირჩია და უნდა აღინიშნოს, რომ ორივემ წარმატებით მოახერხა ჰოლივუდში გზის გაკვალვა.
© Getty Images

2
ერიკ და ჯულია რობერთსები: ძმის მიერ დაწყებული სამსახიობო კარიერა, წარმატებით გააგრძელა ჯულია რობერთსმა. აღსანიშნავია, რომ სწორედ ერიკმა გაუღო უმცროს დას ჰოლივუდის კარი.
© Getty Images

3
რობ და კორტნი კარდაშიანები: მართალია, რობი კარდაშიან-ჯენერების კლანის ყველაზე ნაკლებად ცნობილი წარმომადგენელია, თუმცა უფროს დასთან მსგავსება ნამდვილად უდავოა.
© Getty Images

4
ბელა და ანვარ ჰადიდები: ოჯახში 3 სუპერმოდელით, ჰადიდებმა ნამდვილი გენეტიკური ლატარეა მოიგეს. ანვარიც დედისა და დების გზას მიჰყვება და ბედს მოდელობაში ცდის.
© Getty Images

5
ტეილორ და ოსტინ სვიფტები: იცოდით, რომ გრემის დაჯილდოების რეკორდსმენ მომღერალს უმცროსი ძმა ჰყავს? ოსტინი სამსახიობო კარიერით არის დაინტერესებული.
© Getty Images

6
გვინეტ და ჯეიკ პელტროუები: და-ძმა იმდენად ჰგავს ერთმანეთს, რომ ტყუპები გეგონებათ.
© Getty Images

7
კაია და პრესლი გერბერები: მართალია, კაიას ყველაზე ხშირად სუპერმოდელ დედას ადარებენ თუმცა, შეუძლებელია და-ძმას შორის ამ საოცარი მსგავსების უარყოფა. ისინი ნამდვილად სინდი კროუფორდის შვილები არიან. პრესლის დედისგან ცნობილი ხალიც ერგო.
© Getty Images

8
კირსტენ და კრისტიან დანსტები: დაიჯერებთ, რომ და-ძმა ტყუპები არ არიან?
© Getty Images

9
ჯეიდენ და უილო სმიტები: ასევე ძალიან ბევრს საუბრობენ ამ ცნობილი და-ძმის მსგავსებაზე, რისი უარყოფაც წარმოუდგენელია.
© Getty Images

10
ტეილორ და ჩეის ჰილები: წაბლისფერი თმით და ლურჯი თვალებით, და-ძმა ნამდვილად მოდელობისთვის არის დაბადებული.
© Getty Images