„ზენდეიას და ჯონს შორის ქიმია ადვილად შესამჩნევია” – გვიყვება W magazine, რომლის მარტის გამოცემის ყდაზეც „მალქოლმი და მარის“ გმირები ვიხილეთ. ფოტოსესია სლიმ აარონსის ნამუშევრებით იყო შთაგონებული და ძველი ჰოლივუდური გლამურის გამოძახილია.

აარონსი ამერიკელი ფოტოგრაფია, რომელმაც 60-იან წლებში, სელებრითებისა და მაღალი წრის საზოგადოების ფოტოების გადაღებით გადაითქვა სახელი. ერთ-ერთ ფოტოში, რომელიც აუზთან არის გადაღებული ჯონს შავი სმოკინგი, ხოლო ზენდეიას Carolina Herrera-ს შავი საღამოს კაბა აცვია.

„ორი შავკანიანი მსახიობი დადგმაში. ისტორიის ელეგანტურად გადაწერას ჰგავს. როგორი იქნებოდა ძველი ჰოლივუდის ის ფოტოები, რომელთა ნახვასაც ვისურვებდით. თითქოს, უსამართლობის გამოსწორებაა”, – ამბობს ზენდეია.
„მალქოლმი და მერი”-ს შექმნის იდეა ზენდეიას თვითიზოლაციაში ყოფნისას მოუვიდა. სურათი სერიალ „ეიფორიას” დამდგმელმა რეჟისორმა სემ ლევინსონმა გადაიღო, რომელმაც სცენარი ექვს დღეში დაწერა. გადაღების ხარჯები საკუთარ თავზე უოშინგტონმა და ზენდეიამ აიღეს.
ფილმის დასრულების შემდეგ, Netflix-მა მის ექსკლუზიურ ჩვენებაში 30 მილიონი დოლარი გადაიხადა. კომპანიამ უფლებებისთვის ომი მოუგო ისეთ კონკურენტ სტუდიებს, როგორებიცაა HBO, Amazon, MGM, Apple და A24.

მიუხედავად იმისა, რომ წყვილს ფილმში საოცარი ქიმია აქვს, მსახიობები ერთმანეთს არ იცნობდნენ. „ეიფორიის დიდი გულშემატკივარი ვარ და ყოველთვის მომწონდა ზენდეია, როგორც მსახიობი“ – ამბობს უოშინგტონი. „ძალიან შთამბეჭდავი იყო ის, რუს როლში. თუმცა როდესაც ზენდეია მარის როლში ვიხილე, უფრო მეტად დავაფასე და მივხვდი, რომ ის ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი მსახიობია.“
