TikTok ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და რეიტინგული სოციალური ქსელია, სადაც მომხმარებლები ხშირად ახალ გამოწვევებში ერთვებიან და ასე ახალისებენ გამომწერებს. ეს გამოწვევები იმდენად პოპულარული გახდა, რომ თავად სელებრითებმაც ვერ შეიკავეს თავი და რამდენიმე ტრენდში მონაწილეობაც მიიღეს.
ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული შემთხვევა კადრაშიან-ჯენერების კლანის სახალისო „ჩელენჯი“ იყო. კრის ჯენერი, კიმი, ქლოი, კაილი და ქენდალი გაშეშებულები ისხდნენ და მზერა ტელეფონის კამერისკენ ჰქონდათ მიპყრობილი. ურეკავდნენ ცნობილ მეგობრებს და ხმას არ იღებდნენ, რაც მათ დაბნეულობას იწვევდა.
Part 2 was so funny! pic.twitter.com/NGsWhQKnSt
— Analisa Roman (@CrazyBeautyfulU) December 3, 2020
მეგობრების ჩამონათვალში, რომლებიც კარდაშიან-ჯენერებმა „დატროლეს“ ისეთი ვარსკვლავები მოხვდნენ, როგორებიც ჰეილი ბიბერი, ჯასტინ ბიბერი, ჯენიფერ ლოურენსი, ტრევის სკოტი, ჯეიდენ სმიტი და სხვები.
ამ სახალისო გამოწვევამ TikTok-ის მომხმარებლებს ახალი, უფრო მხიარული ტრენდის შექმნისკენ უბიძგა. ისინი ურეკავენ მეგობრებს, ტექსტით: „მაპატიე, ახლა არ მცალია, შეიძლება მერე დაგირეკო?”. რა თქმა უნდა, სელებრითებიც არ ჩამორჩნენ ამ ტრენდს და რამდენიმე მათგანმა თავად სცადა მეგობრების გამხიარულება.
ჯეიმზ ჩარლზი
Youtube ბლოგერი, ჯეიმზ ჩარლზი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ამ ტრენდში ჩაერთო. ჯეიმსმა დაურეკა კრის ჯენერს, რეპერ იგი ეზელიას, ჯოჯო სივას, მედისონ ბიერს და კიმ კარდაშიანს, თუმცა ამ ბოლოს დატროლვა არ გამოუვიდა.
ანასტასია კარანიკოლაუ
მოდელმა და ინფლუენსერმა, ანასტასია კარანიკოლაუმ გადაწყვიტა ტრენდში ჩართულიყო და გამომწერები გაეოცებინა. მან დაურეკა ცნობილ მუსიკოსს, ჩარლი ფუთს, მსახიობ პიტ დევიდსონს, რეპერ ჯეკ ჰარლოუს და არც მეტი, არც ნაკლები დრეიკს, რომელიც ვარჯიშზე იმყოფებოდა.
@stassiebaby sorry i’m busy ..
რა თქმა უნდა, ტრენდში ანასტასიას საუკეთესო მეგობარი, კაილი ჯენერიც მოხვდა, თუმცა მისი დატროლვა ანასტასიას არ გამოუვიდა. „ეს ტრენდი უკვე ვიცი“ – უპასუხა კაილიმ.
ჯასტინ სკაი
R&B მომღერალი, ჯასტინ სკაიც ჩაერთო ტრენდში და თავის მეგობრებს დაურეკა. მეგობრების სიაში ჰეილი ბიბერი, კაილი ჯენერი, ქენდალ ჯენერი, ვინი ჰარლოუ, კევინ ჰარტი, რეპერი Lil Yachty და სხვები მოხვდნენ. ვიდეომ 6 მილიონი ნახვა დააგროვა და ეს ალბათ იმის დამსახურებაა, რომ ვიდეოზარის დროს ქენდალ ჯენერი აბაზანას იღებდა.
@justineskye I’M SUPER BUSY! Pt. 1
@justineskye I’M SUPER BUSY Pt 2. #foryou