ტეილორ სვიფტმა გრემის დაჯილდოებაზე რეკორდი მოხსნა, როდესაც წლის ალბომის ნომინაციაში მესამედ გაიმარჯვა. მსოფლიო პანდემიის დროს, მომღერალი ბევრ დროს ატარებს ბრიტანელი შეყვარებულის, ჯო ალვინის სამშობლოში. შეგახსენებთ, რომ წყვილი ერთმანეთს უკვე 4 წელია ხვდება. ტეოლორმა და ალვინმა ლონდონის პრესტიჟულ უბანში, პრიმროუზ ჰილსზში 7 მილიონ ფუნტად შეფასებული სახლიც იქირავეს.
აღსანიშნავია, რომ სამხრეთ ლონდონის ეს უბანი 1990-იან წლებში ყველაზე გლამურულ ადგილად ითვლებოდა, სადაც დღემდე ცხოვრობენ მსოფლიოს ყველაზე დიდი ვარსკვლავები. პრიმროუზ ჰილსზის სამეზობლოში, სხვა ცნობილ ადამიანებთან ერთად, ტეილორ სვიფტის ორი ყოფილი შეყვარებული, ჰარი სთაილსი და ტომ ჰიდლსტონი ბინადრობს.
გრემის დაჯილდოების ცერემონიაზე, ჰარისა და ტეილორის თბილი და მეგობრული შეხვედრით თუ ვიმსჯელებთ, ტეილორი წყენას გულში არ იტოვებს და არც ყოფილ შეყვარებულებთან მეგობრობა წარმოადგენს მომღერლისთვის პრობლემას.
ტეილორ სვიფტისთვის პანდემიის წელი საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა. მან იზოლაციაში 2 ალბომი – „ფოლკლორი” და „ევერმორი” გამოუშვა. შედეგად, გრემის საპატიო ჯილდოც დაიმსახურა.