ქრისტიანული სამყაროს ნაწილი დღეს შობას აღნიშნავს. საერთო სადღესასწაულო განწყობას სუპერმოდელი ქენდალ ჯენერიც შეუერთდა. როგორც ჩანს, ქენდალს ნამდვილი ვარსკვლავური შობის დილა აქვს: მაკიაჟი, სამოსის შერჩევა, ფოტოსესია და ბოლოს კოქტეილები ოჯახის წევრებთან ერთად.
ასევე ნახეთ: ცნობილების საახალწლო ნაძვის ხეები #ნაწილი2.
საშობაო დილის თავგადასავლები ქენდალმა Instagram-ის საშუალებით გაგვიზიარა. სუპერმოდელმა ამ დღესასწაულისთვის მბზინავი და დასამახსოვრებელი სამოსი შეარჩია. ოქროსფერ გაშლილ ტოპს, მოკლე შორტი და ორიგინალური ფეხსაცმელი შეუხამა.
ქენდალმა ფრჩხილების ულამაზესი დიზაინიც გაგვიზიარა. თუ ჯერ კიდევ არ იცით, როგორი დიზაინი მოირგოთ ახალი წლისთვის, შესაძლოა, სუპერმოდელის მანიკური თქვენი შთაგონებაც გახდეს.
ნაძვის ხესთან პოზირების შემდეგ, ქენდალმა ოჯახის წევრებს შობა კოქტეილებით მიულოცა. ფოტო ქენდალის დამ, კიმ კადრაშიანმა გაგვიზიარა.