სუპერმოდელ ქეით მოსის ქალიშვილს, ლილა გრეისს 18 წელი შეუსრულდა და მალევე საზოგადოებამ პოდიუმზე მისი დებიუტი იხილა. ლილა Miu Miu-ს SS21-ის ჩვენებაზე გამოვიდა. მოდის სამყაროს ახალი სახე Vogue-ის არ გამოჰპარვია და გამოცემამ ლილასთან ინტერვიუ შემოგვთავაზა.

– საყვარელი 3 სამოსი საკუთარი გარდერობიდან
– გაშლილი ჯინსის შარვალი, კომფორტული სვიტერი და Nike Air Jordans-ის სპორტული ფეხსაცმელი.
–რის გარეშე არ უნდა გაატარო შემოდგომის სეზონი?
– Saint Laurent-ის Kate ჩექმის გარეშე.
– რომელია შენი საყვარელი სილამაზის პროდუქტი?
– მე ყველგან დავატარებ ჩემს Marc Jacobs O!Mega-ს ბრონზერს.

– საუკეთესო რჩევა სახის კანის მოსავლელად:
– ყოველთვის გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემი.
– რომელი იყო შენი საყვარელი ტელე-შოუ პანდემიის პერიოდში?
– მე და დედა სერიალ The Last Dance-ს ვუყურებდით და ეკრანს ვერ ვწყდებოდით.
– რომ შეგვეძლოს შენი ტელეპორტირება მსოფლიოს ნებისმიერ რესტორანში, სად წახვიდოდი და რას შეუკვეთავდი?
– წავიდოდი საოცარ იაპონურ რესტორანში, მალაგაში (ესპანეთი), სახელად Ta-Kumi და შევუკვეთავდი ყველაფერს!
