Qatar ExxonMobil Open-ის მეუთხედფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი როჯერ ფედერერს დაუპირისპირდა და შესანიშნავი გამარჯვებაც მოიპოვა. თამაში 3:6, 6:1, 7:5 დასრულდა. ქართველმა ჩოგბურთელმა 2 სეტში მოახერხა გამაჯვების მოპოვება. დღეს, უკვე ნახევარფინალში, ნიკოლოზ ბასილაშვილი ამერიკელ ტეილორ ფრიტცს შეხვდება.
აღსანიშნავია, რომ როჯერ ფედერერი 405-დღიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა სპორტს და Qatar Open მისი დიდი „Come Back” უნდა ყოფილიყო. ჩოგბურთელები ერთმანეთს 2016 წელს, ავსტრალიის ღია პირველობაზეც დაუპირისპირდნენ. 5 წლის წინ, როჯერმა სამ სეტში აჯობა ნიკას და თამაში ქართველი ჩოგბურთელის მარცხით დასრულდა.