ანჯელინა ჯოლის და ბრედ პიტის 19 წლის შვილი, მედოქსი სასამართლოში მამის წინააღმდეგ ჩვენებას აძლევს, რომელიც 2016 წელს, კერძო თვითმფრინავში მომხდარ ინციდენტს ეხება. როგორც ცნობილია, ბრედმა ფიზიკურად და სიტყვიერად იძალადა ოჯახის წევრებზე და სწორედ ეს გახდა ანჯელინასთვის ბოლო წვეთი. შემთხვევიდან ძალიან მალე, ჯოლიმ ბრედთან განქორწინება მოითხოვა.

ზუსტად არავინ იცის, რა მოხდა იმ დღეს ბორტზე, თუმცა ერთ-ერთი ვერსიით, ვარსკვლავური წყვილის კამათს მათი უფროსი ვაჟი, მედოქსი შეესწრო და მას შემდეგ, რაც მან დედის დაცვა გადაწყვიტა ბრედმა შვილს ხელი დაარტყა.
მედოქს ჯოლი-პიტმა საცხოვრებლად სამხრეთ კორეაში გადაინაცვლა, სადაც 4 წლის განმავლობაში ბიოქიმიას ისწავლის. In Touch Weekly-ს რეპორტიორებმა მასთან მისვლა და კომენტარის აღება მოახერხეს, რომელშიც მედოქსი აცხადებს, რომ ხუთივე და-ძმა ბედნიერია მისი მიღწევებით, ბრედ პიტთან ურთიერთობაზე კი მან მხოლოდ ერთი რამ თქვა: „დაე მოხდეს ის, რაც მოსახდენია”.

ამ მომენტში, სასამართლოში წყვილის 6 შვილის მზრუნველობაზე მიმდინარეობს დავა. ანჯელინა ჯოლიმ Vogue-ის ბოლო ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი და ბრედის სახლები ერთმანეთისგან 5 წუთის სავალზეა. როგორც ჩანს, ენჯის სურს, რომ შვილებს მამასთან ურთიერთობა ჰქონდეთ.
„მსურდა მამასთან ახლოს ყოფილიყვნენ. მისი სახლი მხოლოდ ხუთი წუთის სავალზეა“.
ანჯელინა ჯოლი

თუმცა, ამ მოსაზრებას არ იზიარებს წყვილის უფროსი შვილი, მედოქსი. რომელიც პიტის გვარის ტარებაზე უარს აცხადებს და სურს, რომ ლეგალურად ჩამოიშოროს მამის გვარი. როგორც ცნობილია, ანჯელინა ჯოლი შვილის სურვილს მხარს არ უჭერს მაგრამ, მედოქსი უკვე სრულწლოვანია და საკუთარ ცხოვრებაზე გადაწყვეტილებების მიღება დამოუკიდებლად შეუძლია.