თითქმის 7-თვიანი ქორწინებისა და 10-წლიანი ურთიერთობის შემდეგ, მაილი საირუსი და ლიამ ჰემსვორთი ერთმანეთს დაშორდნენ. ამის შესახებ ცნობილი გასულ უიქენდზე გახდა, ინფორმაცია გამოცემა People-ს მაილის წარმომადგენელმა დაუდასტურა.
„ლიამი და მაილი ამ ეტაპზე დაშორებაზე შეთანხმდნენ, ასე ორივესთვის უკეთესი იქნება, მით უმეტეს, რომ ისინი საკუთარ კარიერაზე არიან კონცენტრირებულნი“.
მაილი საირუსის წარმომადგენელი

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მაილი საირუსსა და ლიამ ჰემსვორთს შორის ყველაფერი რიგზე არ იყო ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ გავრცელდა, თავდაპირველად მომღერალმა განაცხადა, რომ არ აპირებდა შვილების გაჩენას მეუღლისთვის, ELLE-სთან მიცემულ ინტერვიუში კი აღიარა, რომ მას ქალები სექსუალურად ამ დრომდე იზიდავდნენ.
„ჩემი ურთიერთობა უნიკალურია. არ მიმაჩნია, რომ ოდესმე ხალხს ამ ყველაფერთან ახლოს მივუშვებ. მესმის, რომ ჩემი პირადი ცხოვრება თანამედროვე და აქტუალურია თემაა, მაგრამ ჩემთვის ძალიან სათუთია ეს ყველაფერი“.
მაილი ELLE-სთან საუბრისას

„ნუ შეებრძოლებით ევოლუციას, რადგან თქვენ ვერასოდეს გაიმარჯვებთ. მთა, რომელზეც ახლა მე ვდგავარ ოდესღაც წყლის ქვეშ იყო. ალპები ერთ ღამეში არ შექმნილა, მათ მილიონობით წელი დასჭირდა, რათა ამ დიდებულებისთვის მიეღწია… მე პლანეტისა და მისი პროცესების პატივისცემას მასწავლიდნენ და ჩემს ცხოვრებასაც ზუსტად ასე ვეპყრობი“ – დაწერა მაილიმ Instagram-ზე დაშორების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ.