
ქეით მოსის 18 წლის ქალიშვილი, ლილა მოსი იაპონური Vogue-ის აპრილის გამოცემის ყდაზე დაიბეჭდა. საინტერესოა, რომ სამოდელო სფეროს ახალბედა ვარსკვლავისთვის ეს პირველი Vogue-ის ყდა არ გახლავთ. ის ლეგენდარულ დედასთან, ქეით მოსთან ერთად მოდის ბიბლიის იტალიური გამოცემის გარეკანზეც დაიბეჭდა.

ყდის ფოტოზე, ლილას ტომო კოიზუმის კაბა აცვია, რომელიც დიზაინერმა Emilio Pucci-ს მოდის სახლის კაფსულა კოლექციისთვის შექმნა. აღსანიშნავია, რომ გაზაფხული/ზაფხული 2021 წლის კოლექცია მოკლემეტრაჟიანი ფილმის სახით წარადგინეს: კრეატიულ ნამუშევარს 𝙎𝙐𝙇𝙇𝘼 𝙍𝙄𝙑𝘼 (სანაპიროზე) ჰქვია და „დახვეწილ სილამაზეს, ფემინურობასა და მშვიდ ელეგანტურობას“ გამოხატავს.

ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე, ლილას პორტფოლიო საკმაოდ შთამბეჭდავი გახდა. გოგონა გამოვიდა Miu Miu-ს და Fendi-ს ჩვენებებზე. სულ რაღაც 16 წლის ასაკში ლილა მოსი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული, Marc Jacobs Beauty-ის კამპანიის სახე გახდა. ითანამშრომლა Dior-თან და დედასთან ერთად წარადგინა ბრენდის ლიმიტირებული კოლექცია. ლილას ქეით მოსის სამოდელო სააგენტო Kate Moss Agency წარმოადგენს და როგორც ჩანს, გოგონას მოდის სამყაროში გზის გაკვალვა ნამდვილად არ უჭირს.
© Vogue Japan © Vogue Japan © Vogue Japan © Vogue Japan © Vogue Japan © Vogue Japan © Vogue Japan