შობა-ახალ წლამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. ახლა ის დროა, როცა თანდათან სადღესასწაულო სამზადისს უნდა შევუდგეთ. ზოგიერთ ადამიანს ერთი სული აქვს სახლი საახალწლო დეკორაციებით მორთოს და მათ შორის არიან საზოგადობეისთვის ცნობილი სახეებიც. ამჯერად, საახალწლო ნაძვის ხეს სამოდელო სააგენტო Geo Models-ის დამფუძნებელი, ლიკა კვარაცხელია გვიზიარებს.

ლიკას ნაძვის ხე დახვეწილი და კლასიკურია. მან წელს დეკორისთვის მინიმალისტური სტილი შეარჩია: ლამაზი, თეთრი ფერის ნათურები და ერთი სახის სათამაშოები. ნაძვის ხეს პატარა თოვლის ბაბუაც ამშვენებს, რომელიც მის წინაა განთავსებული.
ლიკასთვის ეს პირველი წელი იქნება ბებიის ამპლუაში. ლიკა წარმატებული ქართველი მოდელის, ანა შელიას დედაა. ანა კი, სულ რაღაც 1 თვის წინ, დედა გახდა. „ყველაზე მეტად ახლა მისი ჩახუტება და გაცნობა გვინდა და ვერც წარმოვიდგენდი, რომ ასეთ დროს ვერ ვიქნებოდით ახლოს. თუმცა წინ ახალი გამოწვევებია, „ონლაინ” ბებიობის და იმედი მაქვს, რომ მე და ინგა კარგი „ონლაინ ბებიები” ვიქნებით.
ძალიან დიდი მადლობა ასეთი თბილი მოლოცვებისთვის”, – წერს ლიკა.
