ერთმანეთი 24 წლის წინ, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რომანტიკული ფილმის, „ტიტანიკის“ გადასაღებ მოედანზე გაიცნეს და მას შემდეგ სანუკვარი მეგობრები გახდნენ. დადიოდა ჭორები იმაზე, რომ ისინი ერთმანეთს ხვდებოდნენ, თუმცა სინამდვილეში, მხოლოდ მისაბაძი მეგობრები იყვნენ. ვნახოთ, ქეით უინსლეტისა და ლეონარდო დიკაპრიოს შეუდარებელი მეგობრობა, რომელმაც დროს გაუძლო:
პირველი შეხვედრა
ქეით უინსლეტი და ლეონარდო დიკაპრიო 1996 წელს, „ტიტანიკის“ გადასაღებ მოედანზე შეხვდნენ. ფილმში ისინი კინოსამყაროს საკულტო რომანტიკულ წყვილს თანაშობდნენ. ქეითი და ლეონარდო იქამდე მეგობრები არ ყოფილან, თუმცა ერთმანეთის შესახებ იცოდნენ. ამბობენ, რომ ქეითს ლეო ძალიან მოსწონდა. 1998 წლის ინტერვიუში უინსლეტმა აღიარა: „ღმერთო ჩემო, ვოცნებობდი იმაზე, რომ ეს როლი ლეოს შეესრულებინა.“
როგორ შეიძლება, არ მოგეწონოს ლეონარდო?
ქეითი გრძნობების შესახებ ფილმის გამოსვლის შემდეგ საუბრობს: „თავდაპირველად ძალიან ვნერვიულობდი. მეგონა, რომ ლეოს მომხიბვლელობა კონცენტრაციის მოხდენაში ხელს შემიშლიდა და მასთან ერთად ვერ ვიმუშავებდი. ვნერვიულობდი იმაზეც, თუ რა მოხდებოდა მართლა, რომ მომწონებოდა ლეო. და მჯეროდა, რომ ასეც მოხდებოდა, როგორ შეიძლება, არ მოგეწონოს ლეონარდო? ის შეუდარებელია.“ საბედნიეროდ, ქეით უინსლეტი და ლეონარდო დიკაპრიო გადაღებების პირველივე დღიდან დამეგობრდნენ და მათ შორის უხერხულობა არასდროს ყოფილა.
ეპიკური მეგობრობის საფუძვლები
ფილმის გადაღებები 7 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ახალგაზრდა მსახიობები ისე დამეგობრდნენ, რომ ქეითის საუკეთესო მეგობრები ლეოზე ეჭვიანობდნენ კიდეც. „ისეთი სიახლოვე ჩამოგვიყალიბდა, რომ ჩვენი მეგობრობა ძალიან ძლიერი და მისაბაძი გახდა.“ – ამბობდა უინსლეტი.
მხოლოდ მეგობრები
„ტიტანიკის“ პრემიერიდანვე, ფილმი საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ნამუშევარი გახდა. 1998 წელს, Golden Globes-ის დაჯილდოებაზე მსახიობები წითელ ხალიჩაზე ერთად გამოჩნდნენ. ქეითიც და ლეოც იმ წელს წარდგენილნი იყვნენ საუკეთესო მსახიობების კატეგორიაში. მიუხედავად გავრცელებული ჭორებისა, მსახიობები ამბობდნენ, რომ ისინი მხოლოდ მეგობრები იყვნენ.
10 წლის შემდეგ
ქეითის და ლეოს მეგობრობა იმაზე უფრო ძლიერი იყო, ვიდრე ოდესმე. 2007 წლის ოსკარის ცერემონიაზე ორივე მსახიობი იყო ნომინირებული და ერთმანეთს ისე გულშემატკივრობდნენ, როგორც საკუთად თავს.
ეკრანებზე დაბრუნება
2 წლის შემდეგ, ლეოსა და ქეითის წყვილი კვლავ ვიხილეთ ეკრანებზე. Revolutionary Road რომანტიკული ისტორიაა წყვილზე და მათ შორის არსებულ პრობლემებზე. აღსანიშნავია ისიც, რომ ფილმის რეჟისორი ქეითის მეუღლე, სემ მენდესი იყო. „აქტიურად ვეძებდით პროექტს, რომელშიც ერთად მივიღებდით მონაწილეობას. ჩემთვის, ქეითთან მუშაობა ძალიან მარტივია. ის ჩემი საუკეთესო მეგობარია”, – ამბობდა ლეო.
საერთო წარმატება
რა თქმა უნდა, ქეითის და ლეოს ერთობლივი მეორე ფილმი ძალიან წარმატებული იყო და მათ უამრავი ჯილდო მოუტანა. 2009 წლის Golden Globes-ის ცერემონიაზე მეგობრები კვლავ ერთად გამოჩნდნენ. ინტერვიუებში ერთმანეთს კომპლიმენტებით ამკობდნენ და ამ სანუკვარ მეგობრობაზე ყველგან საუბრობდნენ. „საუკეთესო მეგობართან ერთად მუშაობა წარმოუდგენელი გამოცდილებაა.“ – ამბობდა ლეონარდო დიკაპრიო.
ერთმანეთის გულშემატკივრები
2009 წლის Golden Globes-ის საუკეთესო მსახიობის ნომინაციაში ქეითმა გაიმარჯვა. მისი სიტყვით გამოსვლა ძალიან ემოციური იყო. „ლეო, ძალიან მიხარია, რომ შემიძლია აქ ვიდგე და გითხრა, თუ როგორ მიყვარხარ. ჩემი ჯილდო შენი დამსახურებაა. მიყვარხარ, მთელი გულით.“ ამავე წელს, ოპრასთან ინტერვიუში ლეომ თქვა: „ვფიქრობ, მე და ქეითი ამ ინდუსტრიაში ერთად გავიზარდეთ. პირველივე დღიდან ერთმანეთის უდიდესი გულშემატკივრები ვიყავით. ყოველთვის ვიცოდით, რომ რაც არ უნდა მომხდარიყო, ერთმანეთის იმედი უნდა გვქონოდა. გამოდის, რომ ერთმანეთის სულიერი გიდები ვიყავით.“
მეგობრობა საკურთხევლამდე
2012 წლის Golden Globes-ის ცერემონიაზე ქეითის და ლეოს ემოციური შეხვედრა კვლავ ვიხილეთ. ამავე წელს, ქეითი ცოლად გაჰყვა ნედ როქნოლს, ლეომ კი ის საკურთხევლამდე მიაცილა.
მინდა, ლეომ ყველაფერში გაიმარჯვოს!
2015 წლის დაჯილდოებაზე ქეითიც და ლეოც ძალიან წარმატებული კინოპროექტების ნომინაციებში იყვნენ წარდგენილნი. თუმცა, ყველასთვის ნათელი იყო, რომ ქეითი ლეოს გამო უფრო ნერვიულობდა, ვიდრე საკუთარი წარმატების. „ძალიან მინდა, რომ ლეომ ყველაფერში გაიმარჯვოს. ის ჩემი საუკეთესო მეგობარია და მისთვის ყველაფერი საუკეთესო მინდა”, – ამბობდა ქეითი.
ლეოს პირველი ოსკარი და ატირებული ქეითი
2016 წელს კვლავ ვიხილეთ ლეოსა და ქეითის ემოციური დაბრუნება წითელ ხალიჩაზე. ლეოს ჰკითხეს, თუ რას ფიქრობდა ქეითთან ერთად მუშაობაზე. მან კი ასე უპასუხა: „ჩემი აზრით, ქეითი ამ ინდუსტრიაში საუკეთესო მსახიობია. სხვათაშორის, ის ჩემი ყველაზე საყვარელი მსახიობია. ვფიქრობ, მასზე ნიჭიერი დღეს არავინაა.“ მოგვიანებით, როდესაც ლეომ პირველი ოსკარი მიიღო საუკეთესო მსახიობის ნომინაციაში, ყველამ ვიხილეთ ატირებული ქეითი. „ეს არის ის მეგობრობა, რომელსაც ყველა იმსახურებს.“ – წერდნენ ინტერნეტსივრცეში.
წარსული, რომელიც გვაერთიანებს
1 წლის შემდეგ, ქეითი ახალ ფილმში, The Mountain Between Us იღებდა მონაწილეობას. ფილმის სცენარი გადაღებებს გამყინვარებაში მოითხოვდა. რა თქმა უნდა, ქეითს „ტიტანიკის“ გადაღებები გაახსენდა და საუკეთესო მეგობარს მისწერა. „მე და ლეომ ამ ფილმზე ვისაუბრეთ, რაზეც მითხრა, რომ გიჟი ვიყავი ასეთ სიცივეში გადაღებებს კვლავ რომ დავთანხმდი. გადაღებებიდან თოვლში გადაღებულ სურათებს ვუგზავნიდი, რაზეც მხოლოდ მოწყენილ სმაილებს მწერდა. ძალიან ნერვიულობდა”, – უყვება ქეით უინსლეტი E! News-ს.
„ტიტანიკი“ დღემდე მათ გულებში
2017 წლის აგვისტოში, უინსლეტმა აღიარა, რომ ის და ლეოც ხშირად უყურებენ ლეგენდარულ ფილმს, „ტიტანიკს“. მეტიც, აღმოჩნდა, რომ მეგობრები ხშირად ფილმიდან მოყვანილი ციტატებით საუბრობენ. „ეს ძალიან სახალისოა, ასე ვერთობით ხოლმე.“
მეგობრობა, რომელმაც ყველაფერს გაუძლო!
2017 წელს E! Weekly-სთან ინტერვიუში ქეითმა კვლავ ისაუბრა მის ყველაზე წარმატებულ კინოპროექტზე. „ტიტანიკის” გადაღებები გუშინდელი დღესავით მახსოვს. ეს საოცარი გამოცდილება იყო. ყველაზე მეტად კი მადლობელი ვარ იმისთვის, რომ საუკეთესო მეგობარი შევიძინე.“