კრის ჯენერმა დუმილი დაარღვია და Us Weekly-ისთან ინტერვიუში კიმ კარდაშიანის და ქანიე უესტის განქორწინების დეტალებზე ისაუბრა: „მათ ბევრი შვილი ჰყავთ, ეს პროცესი ყოველთვის რთული იქნებოდა. ოჯახის წევრები ვამხნევებთ და მხარს ვუჭერთ. ჩვენ ძალიან გვიყვარს ერთმანეთი. მხოლოდ, ბავშვების ბედნიერება გვინდა. ეს არის ჩვენი მიზანი”.

კარდაშიან-ჯენერების ოჯახის მატრიარქმა დასძინა, რომ შესაძლოა განქორწინება ეკრანებზეც ვიხილოთ: „ჯერ არ გადაგვიწყვეტია, როგორი იქნება keeping up with the Kardashians-ის ფინალი. ახლა პირველი ეპიზოდის დასრულებაზე ვმუშაობთ”.
„კიმს სურს, რომ ამ რთულ პროცესს თავის ოჯახთან ერთად გაუმკლავდეს. როდესაც ის მზად იქნება, დარწმუნებული ვარ, თავის სათქმელს იტყვის”.
კრის ჯენერი

კიმის და ქანიეს განქორწინებას კეტლინ ჯენერიც გამოეხმაურა: „მე მიყვარს კიმბერლი და ასევე გულწრფელად მიყვარს ქანიე, მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. ორივეს მხოლოდ საუკეთესოს ვუსურვებ. ვფიქრობ, ფინალურ ეპიზოდში ბევრ საინტერესო ამბავს გავიგებთ”.
„კიმ კარდაშიანმა უკვე დაიქირავა ადვოკატები და ახლა ქონების გაყოფის საკითხები წყდება. ორივე მხარისთვის ბავშვები მთავარი პრიორიტეტია. კიმს და ქანიეს შვილების კეთილდღეობისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებების მიღება სურთ”, – აცხადებს წყარო E!-სთან.

კიმ კარდაშიანისა და ქანიე უესტის მოსალოდნელი განშორების შესახებ ყვითელი პრესა ჯერ კიდევ 2020 წლის ზაფხულში, მას შემდეგ წერდა, რაც ქანიემ განაცხადა, რომ ცოლი სახლში ჩაკეტვას უპირებდა. ამის შემდეგ კარდაშიანმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ ქანიეს ბიპოლარული აშლილობა და ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს, რაც ოჯახისთვის ძალიან რთულია.

კიმ კარდაშიანისა და ქანიე უესთის ურთიერთობა მრავალ წელს ითვლის. ერთმანეთი 2003 წელს გაიცნეს, 2014 წელს დაქორწინდნენ და მიუხედავად არაერთი სკანდალისა, ჰოლივუდში მაინც ყველაზე მყარ ოჯახად ითვლებოდნენ.