ლეგენდარული სუპერმოდელი, ქეით მოსი i-D Extraordinary-ს ესაუბრა. ქეითი ძალიან უბრალო და ამავდროულად, საინტერესო ადამიანია. ის მხიარულია, ჰყავს ერთგული მეგობრები, უყვარს სულელური ცეკვები და ძალიან მეგობრულია. ქეით მოსმა ჯეიმი ჰოქსუორსთან საუბარში რამდენიმე საიდუმლოც გაამხილა.
ასევე ნახეთ: ქეით მოსის, ლეგენდარული სუპერმოდელის საკულტო ფოტოები
გამარჯობა ქეით! iD-ს 2021 წლის პოზიტიურ ნოტაზე დაწყება სურს. რას გვირჩევ, რა არის შენთვის სიმშვიდისა და ჰარმონიულობის საიდუმლო?
მედიტაცია.

და რომელი სიმღერა გიქმნის კარგ განწყობას?
დევიდ ბოუის Modern Love.
რას ეტყოდი ახალგაზრდა ადამიანს, რომელიც თავს მარტოსულად გრძნობს?
დაურეკე მეგობარს. ყოველთვის დაურეკე მეგობარს!

როგორ ამხნევებ და ახალისებ მეგობრებს რთულ პერიოდში?
სულელურად ვცეკვავ, ეს ყოველთვის მუშაობს.
შეგცვალა თუ არა 2020-მა? თუ კი, როგორ?
2020-მა მაიძულა დავმშვიდებულიყავი და მეტი დრო გამომენახა საკუთარი თავისთვის.
რამე კარგი თუ გახსენდება გასული წლიდან?
ჩემი ქალიშვილი 18 წლის გახდა. პატარა ბარბექიუს წვეულება მოვაწყვეთ, ძალიან კარგი იყო.

როცა კვლავ შევძლებთ დიდ წვეულებაზე წასვლას, რას ჩაიცვამ?
შიფონის ჰაეროვან კაბას.
მოდის ინდუსტრიაში ბევრი რამ შეიცალა. ყველაზე მეტად რომელი ცვლილება გახარებს?
მაბედნიერებს ის ფაქტი, რომ მოდელებზე ზრუნავენ.
შეგვიძლია გვითხრა 1 რამ, რაც შენთვის ძალიან ძვირფასი და ამავდროულად, ძვირადღირებულია?
ჩემი ოჯახის აგარაკის სახლი!

და რაიმე იაფი, რაც გაბედნიერებს?
რძიანი შოკოლადი.
ყველაზე მეტად რა მოგწონს ლონდონში?
ის, რომ ჩემი მეგობრები ახლოს მყავს.
და რა არის შენი დევიზი 2021 წლისთვის?
უბრალოდ ისუნთქე…

ფოტოგრაფი: ჯეიმი ჰოკსუორსი
სტილი: მაქს ფირმანი
მაკიაჟი: ლიზა ბათლერი
პროდუსერი: სივლია ფარაგო, მედელინ ჯენსენი
მოდელი: ქეით მოსი
