ქანიე უესტი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი შავკანიანი მამაკაცია. მისმა ქონებამ წელს 6,6 მილიარდ დოლარს მიაღწია. Yeezy-ის ბრენდის შექმნის შემდეგ, 43 წლის რეპერის შემოსავალმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ქანიემ Adidas-თან და GAP-თან გააფორმა ხელშეკრულებები, რაც მას 3,2-იდან 4,7 მილიარდ დოლარამდე შემოსავალს მოუტანს.
ასევე წაიკითხეთ: კრის ჯენერი კიმის და ქანიეს განქორწინების პირად დეტალებს ამხელს
კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან, Yeezy-ის Adidas-თან კოლაბორაციით შექმნილი სპორტული ფეხსაცმელის გაყიდვები 31 პროცენტით გაიზარდა და 1,7 მილიარდ დოლარს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ ქანიეს Adidas-თან 10-წლიანი კონტრაქტი აქვს. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ Yeezy-იდა და GAP-ის კოლაბორაცია ქანიეს 970 მილიონ დოლარს მოუტანს.
რეპერმა ასევე 122 მილიონი დოლარი გამოიმუშავა სხვადასხვა ინვესტიციებით და 110 მილიონი დოლარი მუსიკით. ქანიე კიმ კარდაშიანის კომპანიის, SKIMS-ის მნიშნველოვანი წილის მფლობელიც გახლავთ.

ჯერ კიდევ 2020 წლის აპრილში, ფორბსის ცნობით, ქანიე უესტი 1,3 მილიარდი დოლარის მფლობელი იყო. როგორც ჩანს, კორონავირუსის პანდემია მისთვის საოცრად სასარგებლო აღმოჩნდა. სულ რაღაც ერთ წელიწადში, ქანიეს ქონება 5-ჯერ გაიზარდა.