ჯენიფერ ლოპესმა და სტივი მეკიმ ფანებს საახალწლო სიურპრიზი მოუწყვეს. დუომ საკულტო სიმღერის, It’s The Most Wonderful Time of the Year-ის ახალი ვერსია შემოგვთავაზა. ვიდეორგოლი სავსეა მაგიური საახალწლო განწყობით: ნაძვის ხე, მბზინავი სამოსი და თოვლის ბაბუა. განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს ჯეი ლოს ტიულის ქსოვილისგან შეკერილი წითელი კაბა და ბრილიანტის აქსესუარები.

ჯენიფერ ლოპესმა ერთხელ უკვე მოირგო მსგავსი სტილის კაბა 2018 წელს, მომღერალი თავისი ახალი ფილმის, Second Act-ის პრემიერაზე Giambattista Valli-სა და H&M-ის კოლაბორაციით შექმნილ, ვარდისფერი ტიულის კაბაში გამოჩნდა.