გლუვ და პრიალა ბუნებრივ კანზე საუბრისას ბევრს შესაძლოა, ჰოლივუდის ვარსკვლავი, ჯენიფერ ლოპესი ახსენდება. უნდა აღინიშნოს, რომ ჯენიფერის კანი გლუვისა და პრიალას სინონიმი აქამდე სულაც არ იყო, თუმცა ბოლო წლებში მისი კანის სტრუქტურა გაცილებით უკეთ გამოიყურება, რაც შეუიარაღებელი თვალითაც შესამჩნევია. მომღერალი „ინსტაგრამზე“ ხშირად აქვეყნებს თავის მოვლის მეთოდებს და გამომწერებს ასწავლის ახალგაზრდობისა და სილამაზის შენარჩუნების საიდუმლოს.
გარდა ამისა, ჯეი ლომ თავის მოვლისა და კოსმეტიკური პროდუქციის საკუთარი ხაზი JLo Beauty-ც შექმნა, რომლის პრეზენტაციაც მან ახალ წელს სოციალური ქსელების საშუალებით გამართა. ახალი წლის ღამეს მან განსაკუთრებული პირდაპირი ეთერი მოაწყო ფანებისთვის „ინსტაგრამზე“, სადაც მაყურებლის წინაშე სრულიად უმაკიაჟოდ წარსდგა.
ფანებისთვის ჯეი ლოს პრიალა და მოვლილი კანი შეუმჩნეველი არ დარჩენილა. მომღერალი კი ამბობს, რომ ეს თავისი სილამაზის პროდუქციის დამსახურებაა.
„არ მჯერა, რომ JLo Beauty უკვე ხელმისაწვდომია. წლებია ამას ვაკეთებ და ბოლოსდაბოლოს, ყველაფერი დასრულდა. ჩვენ გამოვცადეთ ასობით სილამაზის ფორმულა და პროდუქტი და ყველას გარწმუნებთ, რომ შევქმენით სრულყოფილი პროდუქტები თქვენთვის, იმისთვის, რომ კანი იყოს პრიალა. ძალიან ამაყი ვარ. ჩვენ მხოლოდ ახლა ვიწყებთ“, – წერს ჯენიფერი „ინსტაგრამე.“