გასულ კვირას, წყვილის დაშორების შესახებ გავრცელებული ჭორების შემდეგ, ალექს როდრიგესი დომინიკელთა რესპუბლიკაში, საყვარელი ქალის სანახავად ჩაფრინდა. TMZ-ის და Page Six-ის ცნობით, ჯენიფერ ლოპესი და ალექს როდრიგესი ორწლიანი ნიშნობის შემდეგ, ერთმანეთს დაშორდნენ, თუმცა წყვილი ამ ინფორმაციას არ ადასტურებს.

51 წლის ჯენიფერი და 45 წლის ალექსი კვლავ დანიშნულები არიან. წყაროების ცნობით, „ჯეი ლოს ალექსისადმი ნდობის პრობლემები აქვს და ქორწილის დაგეგმვას ჯერ-ჯერობით არ ჩქარობს, თუმცა დანიშნულები რჩებიან და ურთიერთობაში პრობლემების მოგვარებაზე მუშაობენ”.
ჯენიფერ ლოპესი დომინიკელთა რესპუბლიკაში, ახალი ფილმის, Shotgun Wedding-ის გადაღებებზე იმყოფება. საიდანაც, წყვილის ახალი პაპარაცული ფოტოები გავრცელდა. გასულ ზაფხულს, ალექსი და ჯენიფერი იტალიაში დიდებულ საქორწინო ცერემონიას გეგმავდნენ, თუმცა კორონავირუსის პანდემიამ მათი გეგმები შეაფერხა.
