„ინტერნეტის შეყვარებული”, გულთამპყრობელი, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური მამაკაცი.. დიახ, ჰარი სთაილსზე ვსაუბრობთ, რომელიც გუშინ, ლოს-ანჯელესში გამართულ „გრემის” დაჯილდოების ცერემონიაზე ვიხილეთ და ერთი რამ შეგვიძლია დანამდვილებით გითხრათ, ჰარიმ გრემიზე შესანიშნავი დრო ატარა.
1. ჰარიმ „გრემის” დაჯილდოების ცერემონია Watermelon Sugar-ით გახსნა. GUCCI-ს ტყავის კოსტუმში გამოწყობილი მომღერალი მწვანე ბუმბულებიანი შარფით წარსდგა მაყურებლის წინაშე.
2. წითელ ხალიჩაზე GUCCI-ს კოსტუმში გამოწყობილი ვიხილეთ, რომელმაც 90-იანი წლების საკულტო ფილმის, Clueless-ის კადრი და შერის ყვითელი სამოსი მოგვაგონა. სტაილსის კლასიკურ სტილში, ჰარიმ სამოსი ლავანდისფერი ბუმბულებიანი შარფითაც გაახალისა.

3. ჰარი სთაილსმა სოლო შემსრულებლის ამპლუაში პირველი გრემი მიიღო. „გრემის” დაჯილდოებაზე ჰარი სთაილსი სამ კატეგორიაში იყო ნომინირებული: წლის მუსიკალური ვიდეო, წლის პოპ ალბომი Fine Lines და წლის პოპ სოლო შესრულება. ჰარიმ გამარჯვება ამ უკანასკნელში მოახერხა, სიმღერით Watrmelon Sugar.
4. გრემის დაჯილდოებაზე ჰარის მეგობარი და მენეჯერი, ჯეფ ეზოფი ახლდა. იანვარში, მონეტისიტოს ერთ-ერთ ფეშენებელურ რანჩოზე, სწორედ ჯეფის ქორწილში ვიხილეთ ხელჩაკიდებული ჰარი და ოლივია.
3. ტეილორ სვიფტმა ყოფილი შეყვარებულისთვის აპლოდისმენტები არ დაიშურა. როგორც ჩანს, ყველა წყენა წარსულში დარჩა.
Taylor Swift supporting and cheering on her ex Harry Styles at the #Grammys. We love to see it pic.twitter.com/KPZJCiKELT
— Alyssa Bailey (@alyssabailey) March 15, 2021
ჰარი ტეილორის მაგიდასთანაც მივიდა და რამდენიმე წუთის მანძილზე, ერთმანეთს მხიარულად ესაუბრებოდნენ.
4. ჰარი და ლიზო: ჰარის არც მეგობართან, ლიზოსთან ერთად დავიწყებია კადრს მიღმა ფოტოების გადაღება.
5. GUCCI-ის „ინსტაგრამზე”, ალესანდრო მიკელე სიამაყით წარმოგვიდგენს თავისი მუზისთვის შექმნილ უახლეს სამოსს, რომელიც ბრიტანულ ექსცენტრიკულობას გამოხატავს.

6. და ბოლოს, ჰარი სთაილსის ამ ფოტოთი დავასრულებთ მისი გრემის თავგადასვლების შეჯამებას.
