სულ რაღაც ერთი კვირა რჩება ოპრა უინფრისთან ჰარისა და მეგანის ექსკლუზიურ ინტერვიუმდე, ინტერვიუს თიზერი უკვე გამოჩნდა და ის ზოგად წარმოდგენას გვიქმნის იმ თემებზე, რომლებსაც პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ოპრასთან ერთად განიხილავენ.
ასევე წაიკითხეთ: პრინცი ჰარი ჯეიმს ქორდენის შოუში: ყველა საუკეთესო, საინტერესო და სახალისო მომენტი
როგორც თიზერიდან ირკვევა, ყურადღება გამახვილდება მიზეზებზე, რომელთა გამოც წყვილმა სამეფო ოჯახის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, ჰარი და მეგანი ისაუბრებენ ბრიტანულ ტაბლოიდებზე, ,,მთავარ ბოროტმოქმედებზე”, რომლებმაც მათ ბრიტანეთიდან წასვლისკენ უბიძგეს. ორსაათიანი ინტერვიუსთვის ოპრა ჰარისა და მეგანს მონტესიტოს სახლში ესტუმრა.
No subject was off limits. The world’s first look at “Oprah with Meghan and Harry: A CBS Primetime Special”👇🏻 pic.twitter.com/8hoxc023mX
— Omid Scobie (@scobie) March 1, 2021
რამდენიმე წამიან ვიდეოში, ჰარი დედის, პრინცესა დიანას ცხოვრებასაც იხსენებს. როგორც ჩანს, საკუთარი ოჯახის დაცვის გადაწყვეტილების მიღმა, მთავარი მოტივატორი სწორედ დიანა გახდა: „იმის წარმოდგენაც არ შემიძლია, რისი გადატანა მოუწია დედაჩემს და ის სრულიად მარტო იყო. ჩვენ ერთმანეთი მაინც გვყავდა”.

პრინცი ჰარი სწორედ იმ თემაზე ისაუბრებს, რომელსაც უკვე ათწლეულებია სამეფო ოჯახი თავს არიდებს: როგორი იყო სინამდვილეში პრინცესა დიანას ცხოვრება და რისი გადატანა მოუწია მედიის მხრიდან სასტიკი მოპყრობის შედეგად.
“It has been unbelievably tough for the two of us — but at least we had each other,” Harry tells @Oprah in this preview clip first shared on @60Minutes this evening. pic.twitter.com/bf0A06OG5w
— Omid Scobie (@scobie) March 1, 2021
თიზერში უკვე მეორე შვილზე ორსული მეგანი შთამბეჭდავად გამოიყურება. მან შავი ფერის, Armani-ის შემოსახვევი კაბა მოირგო. ორსულობის შესახებ ინფორმაცია, ჰარიმ და მეგანმა საზოგადოებას ვალენტინობის დღეს გაუმხილეს. 1984 წელს, სწორედ ამ დღეს გამოაცხადა პრინცესა დიანამაც, რომ ის ჰარიზე იყო ორსულად.

Belted Floral-Print Silk Midi Dress
Giorgio Armani
$4,700