როგორც ჩანს, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სასურველი მამაკაცის გული კვლავ დაკავებულია. გასულ უქმეებზე გავრცელებულმა ფოტოებმა ჰარი სთაილსის „ფანდომში“ ვნებათაღელვა გამოიწვია. ახლავე მოგიყვებით ყველაფერს, რაც ვიცით. კალიფორნიაში, მონეტისიტოს ერთ-ერთ ფეშენებელურ რანჩოზე ჰარი სთაილსის მენეჯერის, ჯეფ ეზოფის ქორწილი გაიმართა.
ღონისძიებაზე, რომელსაც სულ რაღაც 20 ყველაზე ძვირფასი და რჩეული სტუმარი ესწრებოდა, GUCCI-ს კოსტუმებში გამოწყობილი 26 წლის ჰარი სთაილსი და 36 წლის ოლივია უაილდი ხელჩაკიდებულნი ვიხილეთ.

ჰარი მხოლოდ მიწვეული სტუმარი არ გახლდათ, ის წყვილს საქორწინო ფიცის დადებაში და ხელის მოწერაშიც დაეხმარა. რასაც ახალდაქორწინებულებთან ერთად, ხალათში გამოწყობილი მომღერლის ფოტოები ადასტურებენ.
ფანების მხრიდან მრავალი წინააღმდეგობის მიუხედავად, პაპარაცული ფოტოები არ ტყუიან. ეს უდავოდ ჰგავს წყვილის საჯარო დებიუტს – ჰარი სთაილსი და ოლივია უაილდი ერთმანეთს ხვდებიან. რა ვიცით მათი ურთიერთობის შესახებ?

1. ოლივია ნოემბრის თვეში დაშორდა ჯეისონ სუდეკის. რომელთანაც მრავალწლიანი ურთიერთობა და ორი საერთო შვილი აკავშირებს. გავრცელებული ჭორების მიხედვით, წყვილი ერთმანეთს მეგობრულად დაშორდა.

2. ექიმი ჰაუსის ყოფილ მსახიობს ახლა წარმატებული რეჟისორის კარიერა აქვს. სწორედ ოლივია გახლავთ ახალი თრილერის, Don’t Worry, Darling-ის პროდიუსერი, რომელშიც ერთ-ერთ მთავარ როლს ჰარი სთაილსი ასრულებს.

3. წყვილს შორის ასაკობრივი სხვაობა 10 წელია, თუმცა ეს არავის გაჰკვირვებია. ჰარი სთაილსი ცნობილია ასაკით მასზე უფროს ქალებთან ურთიერთობებით.
