ბოლო თვეების მანძილზე ემა რობერტსი თავისი საორსულო სტილის ფოტოებით გვანებივრებდა, თუმცა ყველაფერს ლოგიკური დასასრული აქვს და 29 წლის მსახიობი პირველი შვილის დედა გახდა. ემას ვაჟი შეეძინა, რომელსაც როუდ რობერტ ჰედლუნდი დაარქვეს. ბავშვის მამა მომღერალი გარეტ ჰედლუნდი გახლავთ. წყვილი პირველად 2019 წლის მარტში დააფიქსირეს პაპარაცებმა, თუმცა ურთიერთობის შესახებ პრესასთან კომენტარს არ აკეთებენ.

ემა რობერტსმა „ ინსტაგრამზე” შვილთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა: „მადლობა 2020 წელს იმისთვის, რომ ერთი რამ სწორად გააკეთა. ჩვენი კაშკაშა სინათლე როუდ რობერტ ჰედლუნდი“.