მართალია, ,,დიადი” (სატელევიზიო შოუ, რომელშიც ელ ფენინგი თამაშობს) წლევანდელ „ოქროს გლობუსზე” ჯილდოების გარეშე დარჩა, თუმცა მსახიობის გამოჩენა ვირტუალურ წითელ ხალიჩაზე ნამდვილად ტრიუმფალური და დიდებული იყო. ცხადია, მსოფლიო პანდემიის გამო, წლევანდელი დაჯილდოებების წითელ ხალიჩებს აკლიათ ძველი პომპეზურობა, თუმცა, ამ ფაქტს ელისთვის ხელი არ შეუშლია და Vogue-თან ერთად, მზადების პროცესის ამსახველ კადრს მიღმა სამყაროში შეგვახედა.
„ახლა ლონდონში ვარ, „დიადის“ მეორე სეზონის გადაღებებზე. ერთი რამ, რაც ნამდვილად მახარებს, არის ის, რომ „ოქროს გლობუსის” დაჯილდოებაზე მოსახვედრად, თვითმფრინავით მგზავრობა აღარ მომიწევს”.
ფოტო: გარეტ გატრელი ფოტო: გარეტ გატრელი
„მაინც მენატრება წითელი ხალიჩა. მეგობრებთან და კოლეგებთან ერთად დროსტარება. ვიმედოვნებ, რომ მომავალ წელს დიდი წვეულების მოწყობას შევძლებთ”.
ფოტო: გარეტ გატრელი ფოტო: გარეტ გატრელი ფოტო: გარეტ გატრელი
22 წლის ასაკში, მსახიობმა გადაწყვიტა ძველი ჰოლივუდისთვის მიეგო პატივი და „გრეის კელის მომენტი” შემოგვთავაზა. ელ ფენინგმა GUCCI-ის პიტნისფერი მწვანე კაბა მოირგო, რომელიც ალესანდრო მიკელემ სპეციალურად მსახიობისთვის შექმნა.
ფოტო: გარეტ გატრელი
„ყოველთვის მომწონდა გრეის კელის და მისი მსგავსი ქალბატონების კლასიკური გლამური. ჩემი პირველი „ოქროს გლობუსის” ნომინაციისთვის, სწორედ მათ მიმათ მსურდა პატივისცემის გამოხატვა”.
ფოტო: გარეტ გატრელი
რეტრო ესთეტიკის უკეთესად გამოსახატად, ელის სტილისტმა, სამანტა მაკმილენმა GUCCI-ის კაბა ვინტაჟური ბრილიანტის სამკაულებით გააფორმა, რომლებიც 1915-20-იან წლებში შეიქმნა.
ფოტო: გარეტ გატრელი ფოტო: გარეტ გატრელი ფოტო: გარეტ გატრელი
თმა: ლორეინ გლინი
მაკიაჟი: ერინ მონრო
სტილი: სამანტა მაკმილენი
კაბა და ფეხსაცმელი: Gucci
სამკაული: ფრედ ლეიტონი
ფოტო: გარეტ გატრელი
წყარო: Vogue.com