სულ რაღაც რამდენიმე კვირის წინ, დევა კასელი ELLE-ს გარეკანზე ვიხილეთ. ამჯერად, 16 წლის მოდელის კარიერაში კიდევ უფრო დიდი სიახლეა. დევას ფოტო ესპანური Harper’s Bazaar-ის მარტის ნომრის ყდაზე დაიბეჭდა.

დევა კასელი უკვე მიიჩნევა ყველაზე მომხიბვლელ და ყველაზე წარმატებულ იტალიელ თინეიჯერად, რომელსაც მოდის კრიტიკოსები დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებენ. გოგონასთვის სულაც არ არის რთული ვარსკვლავ მშობლებთან შედარებას თავი დააღწიოს – მას 16 წლის ასაკში უკვე აქვს საკუთარი ნიშა.

ლეგენდარული მშობლების, მონიკა ბელუჩისა და ვენსან კასელის ქალიშვილისთვის ეს წელი ნამდვილად თავბრუდამხვევი იყო. 16 წლის გოგონა Dolce & Gabbana-ს სახე გახდა, 2-ჯერ დაიბეჭდა ფრანგული ELLE-ის გარეკანზე და ახლა ბევრი ვარსკვლავისთვის სანატრელ Harper’s Bazaar-ის გარეკანზე ვხედავთ. დარწმუნებულები ვართ, რომ უახლოეს მომავალში, დევა Vogue-ის ფურცლებსაც დაამშვენებს.




