ვაშინგტონში აშშ-ის რიგით 46-ე პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა, სადაც დემოკრატიული პარტიის ყველაზე ძლიერი წარმომადგენლები სრული შემადგენლობით ვიხილეთ. ისტორიული მნიშვნელობის გახლავთ კამალა ჰარისის გამარჯვებაც, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში, პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტი და ამ მომენტისათვის, ქვეყანაში ყველაზე მაღალ პოზიციაზე მდგომი ქალი გახლავთ.
ნახეთ, დემოკრატიული პარტიის ყველაზე ძლიერი და გავლენიანი წყვილები ინაუგურაციის ცერემონიაზე. მათ შორის, 3 პრეზიდენტი, 1 ვიცე-პრეზიდენტი, 2 პირველი ლედი, 1 სახელმწიფო მდივანი და 1 აშშ-ის მეორე ჯენტლმენი გახლავთ. ამ უკანასკნელ ტიტულს კამალა ჰარისის მეუღლე, დაგლას ემჰოფი ატარებს.

1. ჯო და ჯილ ბაიდენები (აშშ-ის რიგით 46-ე პრეზიდენტი და პირველი ლედი)

2. კამალა ჰარისი და დაგლას ემჰოფი (აშშ-ის პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტი და აშშ-ის მეორე ჯენტლმენი)

3. ბარაკ და მიშელ ობამები (აშშ-ის რიგით 44-ე პრეზიდენტი და პირველი ლედი)

4. ბილ და ჰილარი კლინტონები (აშშ-ის რიგით 42-ე პრეზიდენტი და სხვადასხვა დროს, აშშ-ის პირველი ლედი და სახელმწიფო მდივანი)