ბრიტანეთის სამეფო ოჯახის მიმართ, მსოფლიო მედიის ინტერესს დასასრული არ უჩანს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ დიდი ბრიტანეთის გარდა, მონარქიული მმართველობის გარკვეულ ფორმას სხვა ქვეყნებიც ინარჩუნებენ.
საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო დანიის სამეფო ოჯახმა. მას შემდეგ, რაც 21 წლის პრინცი ნიკოლაი Dior-ისა და Burberry-ს ჩვენებებზე ვიხილეთ. პრინცის სამოდელო დებიუტი 2018 წელს, ლონდონის მოდის კვირეულზე შედგა.

პრინცი ნიკოლაი დანიის სამეფო ტახტის მემკვიდრეების რიგში მე-7 ადგილს იკავებს. რადგან მისი გამეფების ალბათობა ამდენად მცირეა, პრინცმა გადაწყვიტა ცხოვრება სასურველი პროფესიისთვის დაეთმო და მოდელის წარმატებული კარიერა შეიქმნა.

ახალგაზრდა პრინცი კოპენჰაგენის ბიზნეს სკოლის სტუდენტიც გახლავთ, სადაც ბიზნეს ადმინისტრირებასა და მენეჯმენტს შეისწავლის.

Dior Homme Menswear Spring/Summer 2019 Dior Homme Menswear Spring/Summer 2019 Dior Homme Menswear Fall/Winter 2020-2021