მაშინ, როცა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში საშობაო არდადეგები დასასრულს უახლოვდება, საქართველოში ყველაფერი ჯერ მხოლოდ ახლა იწყება და როგორც ცნობილია, ოფიციალურად, უქმე დღეები 15 იანვრამდე გაგრძელდება. ახალი წელი ქართველებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი დღესასწაულია და ეს არის დრო, როცა სადღესასწაულო განწყობა თითქმის ორი კვირის განმავლობაში მიგვყვება.
ვნახოთ, როგორ აღნიშნეს დღესასწაული ცნობილმა ქართველებმა და როგორ ატარებენ ისინი საშობაო არდადეგებს.
1. თაკო ჩხეიძე
თაკო ჩხეიძე 2021 წელს ოჯახთან ერთად შეხვდა. ახალი წლის ღამის ფოტოსურათები მან Instagram-ის საშუალებით გაგვიზიარა. თაკომ საკუთარი ბრენდის, Blooms Tbilisi-ს ულამაზესი კლასიკური კაბა მოირგო და მბზინავი ფეხსაცმელი შეუხამა. ამჟამად თაკო ახალი წლის აღნიშვნას მეგობრებთან ერთად, თელავში განაგრძობს.
2. ლიკა კვარაცხელია
„ძალიან ემოციური წელი იყო, ბევრ რამეზე დაგვაფიქრა და შეგვცვალა. მადლობელი ვარ, რომ ირგვლივ ყველა კარგად მყავს. 2021 -ში ყველა ოცნების ასრულებას , ყველა გადადებული საქმის ბოლომდე მიყვანას, ბევრ ღიმილს, ბევრ მოგზაურობას და დადებითი ემოციების ზღვას გისურვებთ.“ – წერს ლიკა. თაკო ჩხეიძესთან ერთად, ლიკა და მისი ოჯახიც ამჟამად თელავში ისვენებენ. მეგობრებს შორისაა ტელეწამყვანი თიკა ფაცაციაც.

3. მაკა კვიციანი
Dalood-ის დამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი, მაკა კვიციანი ჩვეულებისამებრ ახალ წელს თავის დიდ ოჯახთან ერთად აღნიშნავს. მაკამ ა საახალწლო ფოტოსესიაც მოაწყო. დიზაინერს საკუთარი ბრენდის, Dalood-ის მბზინავი წითელი კაბა ეცვა.
4. ანუკი არეშიძე
კალაძეების ოჯახიც საშობაო არდადეგებს ერთად ატარებს. დიზაინერი ანუკი არეშიძე ახალი წლის ღამის ფოტოს Instagram-ის საშუალებით გვიზიარებს. „დიდი სიყვარულით გილოცავთ ახალ 2021 წელს! მშვიდობას, ჯანმრთელობას, სიკეთით სავსე გულებს და ულევ სიხარულს გისურვებთ. მიყვარხართ.“ – წერს ანუკი.
ანუკიმ ვიდეოც გაგვიზიარა, სადაც თბილისის მერი, კახა კალაძე პატარა ნიკოლიკოს ეთამაშება. „ელფი და მისი მამა“ – ასეთი სათაური აქვს სახალისო ვიდეოს.
5. ნანუკა გადავაძე
ჯადოსნური და ულამაზესი ფოტოსესიები ბერას და ნანუკას საყვარელი ჰობია და რასაკვირველია, ახალ წელსაც არ ჩაუვლია საოცარო ფოტოს გარეშე. ულამაზესი ნაძვის ხეების ფონზე გადაღებული ოჯახის ფოტოს ბერა და ნანუკა Instagram-ზე გვიზიარებენ.
6. ვიკა კალანდია
თოვლიანი კურორტები ქართველების საყვარელი ადგილებია ზამთრის სეზონზე. მსახიობი და ტელეწამყვანი ვიკა კალანდია, თოვლის ფონზე, ოთხფეხა მეგობართან ერთად პოზირებს.
7. ნინო გაჩეჩილაძე
მსახიობი ნინო გაჩეჩილაძე საშობაო არდადეგებს პატარა დისშვილთან ერთად ატარებს. „გილოცავთ ახალ წელს! 2021 წელი წინაზე უკეთესი ყოფილიყოს და ჩვენს ოჯახებში მშვიდობა, სიკეთე და სიხარული მოეტანოს!“ – წერს ნინო.
8. ნინო ნადირაძე
კუზანოვების ოჯახიც საერთო ფოტოთი გვილოცავს ახალ წელს.