როდესაც ჰოლივუდის ვარსკვლავებზე ვფიქრობთ, სხვადასხვა ფილმებსა და სატელევიზიო სერიალებში შესრულებული როლების მიღმა, გვიჭირს მათი ცხოვრების წარმოდგენა. არიან მსახიობები, რომლებმაც საოცარ წარმატებას რადიკალურად განსხვავებულ პროფესიებშიც მიაღწიეს. დღეს, სწორედ ამ ცნობილ ადამიანებს წარმოგიდგენთ.
ასევე წაიკითხეთ: 10 ვარსკვლავი, რომელსაც სკოლა არ დაუმთავრებია

1
ლისა კუდროუ: ბიოლოგი
იცოდით, რომ „მეგობრების” ფიბი პროფესიით ბიოლოგია? მან მამასთან და სხვა მკვლევარებთან ერთად, მეცნიერული ნაშრომიც დაწერა, რომელიც ცაციობასა და კლასტერულ თავის ტკივილებს შორის კავშირს ეხებოდა.

2
კრისტენ სტიუარტი: ხელოვნურ ინტელექტზე მეცნიერული ნაშრომის თანაავტორი
კრისტენ სტიუარტმა კორნელის უნივერსიტეტისთვის მეცნიერული ნაშრომი მოამზადა, რომელიც ნერვულ ტრასნფერებსა და ხელოვნურ ინტელექტზე გვიყვება.

3
ნოლან გოულდი: გენიოსი
Modern Family-ის ვარსკვლავი, ნოლან გოულდი ოფიციალურად გენიოსია. მისი IQ 150-ს შეადგენს და მსოფლიოს ყველაზე ჭკვიანი ადამიანების ასოციაციის წევრია.

4
ჯეიმს ფრანკო: ფილოსოფიის დოქტორი
ჯეიმსი ფილოსოფიის დოქტორის ხარიხსის მფლობელია ინგლისურ ლიტერატურაში. რომელიც, არც მეტი არ ნაკლები, პრესტიჟული იელის უნივერსიტეტისგან აქვს.

5
ჯერარდ ბატლერი: ადვოკატი
წარმატებულ სამსახიობო კარიერასთან ერთად, ჯერარდი ადვოკატიც გახლავთ.

6
კარლი კლოსი: პროგრამისტი
ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სუპერმოდელი, რომელმაც ბედი სამსახიობი კარიერაშიც სცადა, პროგრამისტი გახლავთ. მან ნიუ-იორკში ფონდიც შექმნა, რომელიც პროგრამირებით დაინტერესებულ გოგოებს აფინანსებს.