ბიონსე და მისი დედა, თინა ნოულსი მეგან მარკლის დასაცავად ხმას იმაღლებენ. ოპრასთან ინტერვიუს შემდეგ, ჰარი და მეგანი ბრიტანული ტაბლოიდების კრიტიკის ქარცეცხლში მოექცნენ. ბიონსემ საკუთარ ვებგვერდზე მეგანს მხარდაჭერის მესიჯი მიუძღვნა:
„მადლობა სიმამაცისა და ლიდერობისთვის. შენ შთაგვაგონე და გაგვაძლიერე”.
ბიონსე
ბიონსე და მეგან მარკლი ერთმანეთს 2019 წელს, „მეფე ლომის” ლონდონურ პრემიერაზე შეხვდნენ. მხარდაჭერის მესიჯს, მომღერალმა სწორედ ამ შეხვედრის დროს გადაღებული ფოტო დაურთო.


ბიონსემ და ჯეი ზიმ მეგან მარკლის მიმართ მხარდაჭერა 2019 წლის BRIT Awards-ის ცერემონიაზეც გამოხატეს. როდესაც სამადლობელი სიტყვა სასექსის ჰერცოგინიას პორტრეტის ფონზე წარმოთქვეს.
Well played @Beyonce & @S_C_ 😂
Watch The #BRITs 2019 live here: https://t.co/qj4KiENtGs pic.twitter.com/rGnmq0RUlr
— BRIT Awards (@BRITs) February 20, 2019