დღეს, აშშ-ის რიგით 46-ე პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაცია გაიმართა. პირველი ლედი კი არჩეული პრეზიდენტის ცოლი, ჯილ ბაიდენი გახლავთ. ჯილს დამწყები დიზაინერის, Alexandra O’Neil-ის სამოსი ეცვა. 4 წლის წინ, განსაკუთრებული ოვაციები დაიმსახურა მელანია ტრამპის გამოჩენამ ინაუგურაციის ცერემონიაზე, რომელსაც Ralph Lauren-ის ცისფერი კაბა და მოსასხამი ემოსა. სამწუხაროდ, მელანიას შუდარებელი სტილის მომენტები „მეინსტრიმ მედიაში” ჯეროვნად ვერ დაფასდა, რაც მისი მეუღლის, დონალდ ტრამპის ნეგატიურ რეპუტაციას უკავშირდება.
ჯილ ბაიდენით დაწყებული, ჟაკლინ კენედით დასრულებული, თვალი გადაავლეთ, ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედების ჩაცმულობას ინაუგურაციის ცერემონიებზე.
ასევე წაიკითხეთ: აშშ-ის მომავალი პირველი ლედის სტილის გამორჩეული მომენტები

ჯილ ბაიდენი, 2021 წელი. პირველი ლედი Alexandra O’Neil-ის სამოსში.

მელანია ტრამპი, 2017 წელი. პირველ ლედის Ralph Lauren-ის ცისფერი კაბა და მოსასხამი ემოსა.

მიშელ ობამა, 2013 წელი. პირველ ლედის Thom Browne-ის მანტო ემოსა.

მიშელ ობამა, 2009 წელი. პირველი ლედი Isabel Toledo-ს სამოსში.

ლორა ბუში, 2005 წელი. პირველი ლედი სრულიად თეთრ სამოსში.

ლორა ბუში, 2001 წელი. პირველი ლედი ლურჯ მანტოში.

ჰილარი კლინტონი, 1997 წელი. პირველი ლედი სრულიად ვარდისფერ სამოსში.

ჰილარი კლინტონი, 1993 წელი. პირველი ლედი ოქროსფერი დეტალებით გაფორმებულ წითელ კუბოკრულ კოსტუმსა და ლურჯი ფერის ქუდში.

ბარბარა ბუში, 1989 წელი. მხიარული პირველი ლედი მწვანე ფერის მანტოში.

ნენსი რეიგანი, 1985 წელი. პირველი ლედი წითელ კაბაში, მასიური ოქროსფერი ღილებით.

ნენსი რეიგანი, 1981 წელი. პირველ ლედის, პირველ ინაუგურაციაზეც წითელი კაბა ემოსა.

როზალინ კარტერი, 1977 წელი. პირველი ლედი ზურმუხტისფერ მანტოში.

პატ ნიქსონი, 1969 წელი. პირველი ლედი ვარდისფერ მანტოსა და ბეწვის აქსესუარებში.

ჟაკლინ კენედი, 1961 წელი. აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე გემოვნებიანი პირველი ლედი ინაუგურაციის ცერემონიაზე.