თავდაუზოგავი შრომა და სწავლა რომ წარმატების გარანტია, ეს ყველას კარგად მოგვეხსენება. თუმცა, ზოგიერთი ეჭვით უყურებს იმას, თუ რამდენად აუცილებელია სკოლის დამთავრება და პრესტიჟულ სასწავლებელში სწავლა, მაშინ, როცა თვითგანათლების მიღებითაც შესაძლებელია ოცნებების ახდენა.
ისეთმა ცნობილმა ადამიანებმა, როგორებიც არიან: ემა სტოუნი, ბიონსე, ჯეი ზი, ლეონარდო დიკაპრიო და სხვები, სკოლაში სწავლის ნაცვლად, ოცნებისკენ სწრაფვა გადაწყვიტეს და ისწავლეს ის, რაც ნამდვილად აინტერესებდათ. მათმა ძალისხმევამ შედეგი ნამდვილად გამოიღო. ვნახოთ, ვარსკვლავები, რომლებსაც სკოლა არ დაუმთავრებიათ:
ასევე ნახეთ: 10 წარმატებული ადამიანი, რომელსაც უმაღლესი განათლება არ აქვს
1. ჯენიფერ ლოურენსი
ოსკაროსანმა მსახიობმა მუშაობა და კარიერაზე 14 წლის ასაკში დაიწყო, ამიტომ, მას შემდეგ ჯენიფერი სკოლაში არავის უნახავს. სამაგიეროდ, ახლა უკვე ერთ-ერთმა ყველაზე მოთხოვნადმა მსახიობმა, ოსკარის პირველი ნომინაცია 20 წლის ასაკში მიიღო. „არც ატესტატი მაქვს, არც დიპლომი. სიმართლე გითხრათ, სწავლა ყოველთვის მიჭირდა. მეგონა, საკმარისად ჭკვიანი არ ვიყავი,“ – ამბობს მსახიობი.

2. ჰარი სთაილსი
ალბათ, ყველას გვახსოვს 16 წლის, უსაყვარლესი ბიჭი, რომელიც ბრიტანულ X Factor-ში გამოვიდა. მას შემდეგ, ჰარის კარიერული შესვენება არ ჰქონია. არც სკოლა დაუმთავრებია. როგორც ჟურნალი Metro წერს, ჰარის ყოველთვის აინტერესებდა სამართალი, სოციოლოგია და ბიზნესი. მას ფსიქოთერაპევტობაც სურდა. ახლა ის 27 წლისაა, უკვე აქვს 2 სოლო ალბომი, 3 გრემის ნომინაცია, Vogue-ს გარეკანი და ორი ფილმი, რომელშიც მთავარ როლს ასრულებს.

3. კრისტინა ეფლგეითი
ცნობილი და წარმატებული მსახიობი, კრისტინა ეფლგეითი სკოლიდან გარიცხეს. როდესაც კრისტინა 16 წლის იყო. მაშინ ის მონაწილეობას იღებდა სერიალ Married with Children-ში, რომელიც 11 სეზონს გაგრძელდა. „მაშინ ძალიან პატარა ვიყავი, თუმცა გაჩერებას არ ვაპირებდი. ვიცოდი, რომ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო და ყველა დაბრკოლება უნდა დამეძლია იმისთვის, რომ ვყოფილიყავი იქ, სადაც ვარ ახლა.“- ამბობს კრისტინა ABC News-თან ინტერვიუში

4. დენიელ რედკლიფი
დენიელი სულ რაღაც 11 წლის იყო, როდესაც „ჰარი პოტერი“ გახდა და მას შემდეგ ფილმზე დაუღალავად მუშაობდა. შესაბამისად, სკოლაში ვეღარ დადიოდა. მსახიობმა აკადემიური წლის აღება გადაწყვიტა, რათა ფილმზე ემუშავა, თუმცა მას შემდეგ სკოლას აღარ დაბრუნებია. Parade-სთან ინტერვიუში რედკლიფმა აღიარა, რომ სკოლაში არც ისე წარმატებული მოსწავლე იყო. „გამოუსადეგარი ვიყავი. ვერაფერს ვაკეთებდი, ჩემთვის სკოლა ძალიან, ძალიან რთული იყო.“

5. ქეთრინ ზეტა ჯონსი
კეთრინ ზეტა ჯონსმა სკოლა 15 წლის ასაკში მიატოვა. სხვა მსახიობების მსგავსად, მანაც განათლებაზე უარი საკულტო როლის გამო თქვა. როგორც თავად მსახიობი აცხადებს, ეს გადაწყვეტილება არასოდეს უნანია.

6. ჯუდ ლოუ
ჯუდ ლოუმ 17 წლის ასაკში სკოლა მიატოვა, რათა სერიალში მიეღო მონაწილეობა. 10 წლის შემდეგ კი, მან თავბრუდამხვევ წარმატებას მიაღწია ცნობილი როლით, რომელსაც ფილმ The Talented Mr. Ripley-ში ასრულებდა.

7. ჯიმ ქერი
ჯიმ ქერის შემთხვევაში ყველაფერი სხვაგვარადაა. მსახიობმა სკოლა 16 წლის ასაკში მიატოვა, რათა ოჯახს დახმარებოდა. მუშაობდა დამლაგებლად და თავისუფალ დროს გამოდიოდა Stand Up-ზე. 18 წლის ასაკში კი, გააფორმა პირველი კონტრაქტი სატელევიზიო შოუ The All Night Show-სთან.

8. ქამერონ დიაზი
იცოდით, რომ ცნობილი რეპერი, Snoop Dogg-ი და ქამერონ დიაზი კლასელები იყვნენ?! ქამერონ დიაზმა სკოლაში სიარულს 16 წლის ასაკში დაანება თავი, მაშინ, როცა სამოდელო სააგენტოსთან კონტრაქტი გააფორმა. მოგვიანებით, მსახიობმა ისიც აღნიშნა, რომ სკოლაში გარეგნობის გამო ხშირად აბულინგებდნენ.

9. დრიუ ბერიმორი
დრიუ ბერიმორს ჩვეულებრივი ბავშვობა არ ჰქონია. ცნობილი მსახიობების ოჯახში დაბადებულ პატარა გოგონას 3 წლის ასაკიდან უწევდა მუშაობა და კამერების წინ ტრიალი. 13 წლის ასაკში, დრიუ ბერიმური რეაბილიტაციას გადიოდა, 14 წლის ასაკში კი დედისგან ემანსიპირებული გახდა, იურიდიულად გათავისუფლდა მისგან. მას შემდეგ, დრიუმ გადაწყვიტა წამოსულიყო სკოლიდან და თვითგანათლებისთვის მიემართა.

10. პატრიკ დემფსი
„გრეის ანატომიის“ ვარსკვლავმა, პატრიკ დემფსმა გადაწყვიტა ცირკში, ჟონგლიორად ემუშავა და სკოლაც ზუსტად ამიტომ მიატოვა. საბედნიეროდ, პატრიკმა მალევე შეიცვალა ინტერესის სფერო და მსახიობობას შეუდგა.
