არის განსაკუთრებული დღეები, როდესაც შეყვარებულებს ერთმანეთის გახარება განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე საჩუქრებით სურთ – ახალი წელი, ვალენტინობა, დაბადების დღე და ა.შ. სწორედ ასეთი დღეებია. ზოგჯერ საჩუქრის შერჩევა ძალიან რთულია. მაშინაც კი, როცა პარტნიორს კარგად იცნობთ. შესაძლოა, უკვე ამოწურეთ ფანტაზია და არ იცით, რით შეიძლება გაახაროთ საყვარელი ადამიანი. განსაკუთრებით ურთულდებათ ხოლმე მამაკაცისთვის საჩუქრის შერჩევა.
ყველაფრის გათვალისწინებით შევარჩიე 7 უნივერსალური საჩუქარი, რომელიც შეიძლება აჩუქოს როგორც ქალმა კაცს, ასევე – პირიქით.
1
ფირის ფოტოაპარატი: რა შეიძლება იყოს ამაზე კარგი საჩუქარი? მისი საშუალებით უამრავი ბედნიერი წამის გაჩერებას შეძლებთ, მოგონებებს შეაგროვებთ და წლების შემდეგ, სასიამოვნო დღეების გასახსენებლად არაერთი პოლაროიდი გექნებათ. ასეთი საჩუქარი ნებისმიერ ადამიანს გაახარებს, თუმცა განსაკუთრებით ფოტომოყვარულებს, ისეთებს, რომლებიც ცდილობენ ცხოვრების ყველა წამი ფირზე აღბეჭდონ

Polaroid Originals Onestep
ფირის ფოტოაპარატი
Polaroid
£93.79

FUJIFILM INSTAX MINI
ფირის ფოტოაპარატი
Vendoo
329₾
2
სამკაული თქვენი ხელნაწერით: ეს ნამდვილად ორიგინალური საჩუქარია. მასზე შეგიძლიათ დაიტანოთ თქვენი სიყვარულისთვის ნიშანდობლივი რაიმე ფრაზა, სიტყვა, ან თუნდაც თქვენი და საყვარელი ადამიანის ინიციალები. ეს ისეთი საჩუქარია, რომელიც ნებისმიერ დროს შეყვარებულის გვერდით ყოფნას შეგახსენებთ.

Personalized Signature Jewelry
სამკაული ხელნაწერით
Silver Handwriting
$29.62
3
სიყვარულის მანათობლები – მართალია, სიყვარულს დამატებით ნათება არ სჭირდება და შეყვარებული ადამიანი ისედაც ანათებს, მაგრამ მაინც, ამ მანათობლებიდან ერთი თქვენ გექნებათ, მეორე ზუსტად ისეთივე თქვენს შეყვარებულს და მერწმუნეთ, მსოფლიოს რომელ წერტილშიც უნდა იყოთ, თუკი მათ ერთდროულად აანთებთ, აუცილებლად გაიგონებთ ერთმანეთის გულისცემის ხმას.

Long Distance Lamp
სიყვარულის მანათობელი
Uncommon Goods
$85 – $170
4
გრძნობების ციფრული სამაჯური – თანამედროვე ცხოვრება ისეთია, რომ სამწუხაროდ, საყვარელ ადამიანებს გვიწევს ერთმანეთისგან შორს ყოფნა. ეს სამაჯური კი იდეალური საჩუქარია ასეთი ურთიერთობის დროს. აუცილებელია, რომ სამაჯურები ორივეს გეკეთოთ და შეხებისას, პლანეტის რომელ ადგილასაც უნდა იყოთ, აუცილებლად იგრძნობთ ერთმანეთს. ამიტომაც შევარქვი მას გრძნობების სამაჯური.

Bond Touch
გრძნობების სამაჯური
Bond Touch
$80
5
ბგერის ვიზუალიზაციის ერთგვარი ხელოვნება – შეგიძლიათ, თქვენი სიყვარულისთვის მნიშვნელოვანი სიტყვის, ან ფრაზის აუდიო ვერსია ფოტოდ აქციოთ, ან უბრალოდ თქვათ, “მე შენ მიყვარხარ”, აქციოთ ის ფოტოპრინტად და საყვარელ ადამიანს მიუძღვნათ. ეს ყველაზე რომანტიკული საჩუქარია, რომელიც არასდროს დაავიწყდება და მუდამ თქვენს განსაკუთრებულ სიყვარულს შეახსენებს.

Sound Wave Art
ბგერის ვიზუალიზაცია
Just Artin Around
$26.99

6
შესაძლოა, ცოტა უბრალო, თუმცა განსაკუთრებულია საჩუქარად ნივთი, რომელიც მუდამ თან ექნება – მაგალითად, გასაღებების ასხმის საკიდი, რომელიც პერსონალურად მისთვის იქნება შექმნილი. დაიტანეთ ნივთზე საყვარელი ადამიანისთვის სათქმელი რაიმე სიტყვა, ან ფრაზა, რომელსაც მუდამ თან ატარებს.

Fingerprint Handwriting keychain
გასაღებების ასხმის საკიდი
aimeestore
$8.5
7
და ბოლოს, თითქოს ბანალური თუმცა ყოველთვის სასიამოვნო საჩუქარი –შეგიძლიათ შეიძინოთ ერთნაირი მაისურები, ერთნაირი, რომანტიკული ფრაზების პრინტით, ლამაზი და რომანტიკული სიყვარულის დასტურად.

Valentine’s Couple Shirts
მაისურები წყვილებისთვის
Etsy
$8.39