პანდემიის დროს დაწესებული შეზღუდვების გამო, სურვილებზე უარის თქმა ნამდვილად არ მოგვიწევს. მაღაზიებში შოპინგის ალტერნატიული მეთოდებიც არანაკლებ სასიამოვნოა. გახსოვდეთ, რომ გამოსავალი ყოველთვის არსებობს. შოპაჰოლიკები ონლაინ შოპინგზე გადავიდნენ.
პანდემიის მიუხედავად, 2020 წელს განსაკუთრებით ბევრი, ახალი ქართული მცირე ბიზნესი დაარსდა. საახალწლოდ კი, ეს კომპანიები საქმეს გვიადვილებენ და გვთავაზობენ საახალწლო სასაჩუქრე ყუთებს, სადაც აღმოაჩენთ ყველაფერს, რითიც შეგიძლიათ საყვარელი ადამიანი გაახაროთ. მაშ ასე, გთავაზობთ Regarder-ის რჩეულ ე.წ Gift Box-ებს. ამ რთული წლის დასასრულს, საჩუქრის გარეშე არავინ დარჩება.
ასევე ნახეთ: 12 ბრენდული ნივთი Phubber-ისგან, რომლის შეძენაც უნდა მოასწროთ #SALES.

Stunner Beauty Box
ბიუთი ბოქსი დიზაინერ მაკა კვიციანისგან. ყუთში აღმოაჩენთ კანის მოვლის პროდუქტებს: დამატენიანებელი, სახის ნიღბები, გამწმენდი, ე.წ „პატჩები“. მოკლედ, აქ ყველაფერია, რაც ბიუთი პროდუქტების მოყვარულს გაახარებს.

The Why Not Gallery & Gift Shop
The why not gallery & Gift Shop-მა საახალწლო საჩუქრების სერია გამოუშვა. კოლექციაში 7 განსხვავებულ ნაკრებს შეხვდებით: Culture Revisited, Mega Architecture Lover, Junior Architecture Lover, Boss Lady, Head in the Clouds და ბოლოს, Baby Sun & Baby Moon ნაკრებები.

„8000 მოსავალი“
ღვინის მოყვარულებისთვის, ეს ნამდვილად საოცნებო ყუთია. რჩეული ღვინო, ქართული ჩაი და სასუსნავები, იდეალური კომბინაციაა საახალწლო განწყობის შესაქმნელად.

Kuti Georgia
„აღმოაჩინე და გააზიარე საქართველო“ – ამ მესიჯის მატარებელია კომპანია „ყუთი ჯორჯია“. იდეალური საჩუქარი უცხოელი ან ემიგრანტი მეგობრისთვის, ყუთი, რომელიც საქართველოს ყველა ღირსებას საუკეთესოდ წარმოაჩენს.

Maria Magdalena Tbilisi
სასაჩუქრე ყუთები ნამდვილი გურმანებისთვის გრძელდება. ამ ნაკრებში განსაკუთრებული გემოების მქონე კომბინაციას აღმოაჩენთ.

Ambience Deluxe
ახლა კი, ტკბილი ლუკმის დროა. საჩუქარი ტკბილეულის მოყვარულთათვის: უმაღლესი ხარისხის ბელგიური და ფრანგული ნედლეულისგან დამზადებული უგემრიელესი შოკოლადები. სრულიად განსხვავებული და ჯადოსნური გემოები.

Tales By Luna
ნატურალური პროდუქტებისგან მომზადებული კანის მოვლის საშუალებები: ვარდის სახის საპონი, ვარდის და კარკადეს სახის ტონერი, ვარდის სახის მკვებავი.

Nila’s Accessories
ულამაზესი ხელნაკეთი აქსესუარებისგან შემდგარი ბოქსი.

Collier
ნამდვილი საახალწლო ბოქსი: აბრეშუმის შარფი, ბერეტი, ღვინო რქაწითელი, შოკოლადები და საახალწლო სათამაშო.

Beauty Lover Box
კიდევ ერთი ბოქსი ბიუთი და მაკიაჟის მოყვარულებისთვის. ამ ყუთში აღმოაჩენთ ყველაფერს, რაც თქვენი ყოველდღიურობის ნაწილი გახდება.