შეიტყვე საახალწლო ფასდაკლებების და ვაუჩერების შესახებ
ლუტეცია ჯგუფი გილოცავთ შობა-ახალ წელს, რაც იმას ნიშნავს რომ მშვენიერების სამყაროში საახალწლო ფასდაკლებებისა და საჩუქრების დრო დადგა. თავის ერთგულ მომხმარებელს ლუტეცია ჯგუფი 1 დეკემბრიდან 15 იანვრის ჩათვლით ტრადიციულად განსაკუთრებულ ფასდაკლებებსა და სპეციალურ შეთავაზებებს სთავაზობს.
ახალი წელი საუკეთესო დროა საკუთარი თავისთვის თუ ძვირფასი ადამიანებისთვის განსაკუთრებული საჩუქრის შესარჩევად. სწორედ ამიტომ, „ლუტეცია“ ჯგუფის ბრენდებში ექსკლუზიურ საახალწლო ნაკრებებთან და ფასებთან ერთად, თქვენთვის ვაუჩერები გავამზადეთ.
„ლუტეციას“ მაღაზიათა ქსელში თავის მოვლის, კოსმეტიკისა და პარფიუმერულ პროდუქციაზე 50%-მდე საახალწლო ფასდაკლებასთან ერთად ყოველ 100 ლარიან შენაძენზე თქვენ გადმოგეცემათ საჩუქრად 25 ლარიანი ვაუჩერი.

რუსთაველის 42-ში მდებარე პროფესიონალური დეკორატიული კოსმეტიკის M·A·C Cosmetics-ის ბუტიკში საახალწლო 50%-მდე ფასდაკლებები გელოდებათ, ხოლო ყოველ 100 ლარიან შენაძენზე მიიღებთ საჩუქრად 25 ლარიან ვაუჩერს.
იმოგზაურეთ ბრიტანული ბრენდის Jo Malone London-ის შთამბეჭდავ სურნელოვან სამყაროში, აღმოაჩინეთ საახალწლო შეთავაზებები და საჩუქრების მირთმევის ხელოვნების განსაკუთრებული სტილი და ყოველ 200 ლარიან შენაძენზე მიიღეთ საჩუქრად 50 ლარიანი ვაუჩერი.
არომატეკა – ეს არის ადგილი, სადაც ყოველთვის იპოვით გამორჩეულ საჩუქარს და გაეცნობით უნიკალურ ნიშ პარფიუმერიის ბრენდების მემკვიდრეობას, ხოლო ყოველ 200 ლარიან შენაძენზე კი 50 ლარიანი ვაუჩერი გადმოგეცემათ.
შეგახსენებთ, რომ ვაუჩერების გაცემა მოხდება 15 იანვრის ჩათვლით, როგორც ონლაინ ისე მაღაზიათა ქსელში შეძენილ პროდუქციაზე, ხოლო ვაუჩერების განაღდება შესაძლებელი იქნება 2021 წლის 16 იანვრიდან 12 თებერვლის ჩათვლით.
ისიამოვნე დაუვიწყარი შოპინგითა და საახალწლო ფასდაკლებებით მშენიერების სამყაროში!