წარმოუდგენელია, მაგრამ სულ რამდენიმე დღეში ჩვენი საყვარელი საკულტო სერიალი მონიკას, როსის, ჩენდლერის, რეიჩელის, ფიბისა და ჯოუის მონაწილეობით, გამოსვლიდან 25-ე წელს იზეიმებს. ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ცნობილმა მოდის სახლმა Ralph Lauren-მა Bloomingdale-თან კოლაბორაციით (ორივე მათგანში რეიჩელ გრინი მუშაობდა), სპეციალურად მეგობრების თემატიკაზე შექმნილი კოლექცია გამოუშვა.

შთაგონების ძირითადი წყარო რეიჩელი გახლავთ, რომლის განუმეორებელი სტილი მოდის სახლის მთავარი ინსპირაცია გახდა სამუშაო სამოსის კოლექციის შექმნის პროცესში. 18 სექტემბრიდან სერიალის ერთგულ გულშემატკივრებს საშუალება მიეცათ როგორც ონლაინ, აგრეთვე Ralph Lauren-ის ოფიციალურ მაღაზიებში კაფსულა კოლექციის სამოსი შეიძინონ.
კაფსულა კოლექციაში თქვენ შეხვდებით ყველაფერს რაც კი რეიჩელს სერიალის განმავლობაში ემოსა, ტყავის შარვლებს, კლასიკურ სილუეტებს და ლეოპარდის პრინტიან მოსაცმელსაც კი. თუმცა წინასწარ გაფრთხილებთ, რომ ფასები ძალიან მაღალია, რაც არ უნდა იყოს ეს ხომ Ralph Lauren-ია.

1
Cotton Poplin Shirt
კლასიკური თეთრი პერანგი Ralph Lauren-ის კოლექციიდან.
ralphlauren.com
$69.50

2
Cotton-Blend Pant
კლასიკური მაღალწელიანი შრვალი გაშვებული ბოლოებით.
ralphlauren.com
$328

3
Brie Leather Boot
მაღალყელიანი შავი ტყავის ფეხსაცმელი ხის ქუსლზე.
ralphlauren.com
$898