მალე წელიწადის ყველაზე ჯადოსნური ეტაპი დადგება, ოცნებების და სურვილების ახდენის დრო და რაც მთავარია, საჩუქრების მიღებისა და გაცემის პერიოდი. მზად ხართ? – რამდენიმე დღეც და ახალი წელია.
იმისთვის, რომ სადღესასწაულო ჯადოქრობა კიდევ უფრო მძაფრად შეიგრძნოთ და პოზიტივით დაიმუხტოთ, იმისთვის, რომ ახალი წლის დღეები გაილამაზოთ და სხვებსაც ოცნებები აუხდინოთ, Avon-ი გრანდიოზულ ფასდაკლებებს და სილამაზის პროდუქტების ფართო არჩევანს გთავაზობთ.
Avon-ის წინასაახალწლო კატალოგში ყველანაირი გემოვნების ადამიანისთვის შეარჩევთ იდეალურ საჩუქარს. პროდუქტების მრავალფეროვან ჩამონათვალში განსაკუთრებული ადგილი უკავია ეკო მეგობრულ ბრენდ Distillery-ს, რომელიც სრულად ვეგანურ ინგრედიენტებზეა დამზადებული, არ შეიცავს პარაბენებს, ცხოველურ ცხიმსა, თუ პარფიუმს, მისი შეფუთვა 100%-ით გადამუშავებადია და რა თქმა უნდა, არცერთი პროდუქტი არ იტესტება ცხოველებზე.

ბრენდი Distillery გთავაზობთ როგორც კანის მოვლის პროდუქტებს, ასევე დეკორატიული კოსმეტიკის ხაზს. აღსანიშნავია, რომ Distillery-ს კანის მოვლის 5 პროდუქტისგან შემდგარ ნაკრებზე, წინასაახალწლოდ 40%-იანი ფასდაკლება ვრცელდება.
Distillery-ის კანის მოვლის პროდუქტებს პრიალა და გლუვი კანის საიდუმლოს უწოდებენ. გაგაცნობთ უზადო კანის მისაღებად აღნიშნული ბრენდის საშუალებებს და მათი გამოყენების 5 მთავარ ნაბიჯს:

1
ნაბიჯი 1: გამწმენდი ბალზამი
ჰიდროფილური ზეთები ღრმად წმენდს და ატენიანებს კანს, არ ტოვებს მაკიაჟის კვალსაც კი.

2
ნაბიჯი 2: დეტოქს ზეთი
ის აღადგენს და მყისიერად აახლებს კანს.

3
ნაბიჯი 3: ენერგეტიკული ბუსტერი
კონცენტრირებული C ვიტამინი აძლიერებს კოლაგენის გამომუშავებას და კანს სძენს ჯანსაღ იერს.

4
ნაბიჯი 4: დღის კრემი
ის იცავს, ატენიანებს და კვებავს კანს.

5
ნაბიჯი 5: კრისტალურად გამჭვირვალე ღამის კრემი
ის 48 საათის განმავლობაში ატენიანებს კანს და გაღვიძებისას კანი მბზინავი და ხავერდოვანია.
გარდა ამ პროდუქტებისა, Avon-ის წინასაახალწლო კატალოგში უამრავი სიურპრიზი დაგხვდებათ, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს აირჩიოს სასურველი პროდუქტი და შეარჩიოს საჩუქრების ფართო სპექტრი, როგორც ქალებისთვის, ასევე მამაკაცებისთვის.
აღსანიშნავია, რომ პანდემიის ფონზე განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა პროდუქტის უსაფრთხოდ მიღების სერვისმაც. Avon-ი კი მაქსიმალურ კომფორტს უქმნის მომხმარებელს და სთავაზობს მიტანის სერვისს არ მხოლოდ დედაქალაქის, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით.
ისიც საყურადღებოა, რომ დღეს უკვე გაცილებით გამარტივებული და დახვეწილია Avon-ის „ონლაინ შოპი.” ექსპრეს მიწოდების სერვისის საშუალებით ექპრეს შეკვეთას მომხმარებლები თბილისის მასშტაბით სახლიდან გაუსვლელად იმავე დღეს მიიღებენ.
ასე რომ, შემატეთ ახალ წელს სიხარულისა და პოზიტივის სურნელი Avon-თან ერთად, გააბედნიერეთ საყვარელი ადამიანები და დამუხტეთ პოზიტივით, მით უფრო, რომ ახლა ეს ყველას განსაკუთრებული სიმძაფრით გვჭირდება. გაითვალისწინეთ, Avon-ში განსაკუთრებულ საჩუქრებს შეარჩევთ განსაკუთრებული ადამიანებისთვის.